|
2016-08-10 13:39:32, 859 ნახვა
რეგიონი
ზურაბ პატარაძე სომხეთის გენერალურ კონსულს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ბათუმში სომხეთის გენერალურ კონსულს, ეღიშე ფარგსიანს შეხვდა. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა გაცნობითი ხასიათი იყო. მათივე ცნობით, მხარეებს შორის ყურადღება სავაჭრო-ეკონომიკის განვითარების ძირითად მიმართულებებზე და კულტურისა და ტურიზმის განვითრების საკითხებზე გამახვილდა. ელჩმა მზაობა გამოთქვა ერთობლივი კულტურული ღონისძიებების ჩატარებისთვის. "აჭარასა და სომხეთის რესპუბლიკას შორის რეგიონულ ჭრილში სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობა უკვე წლებია არსებობს. რეგიონს პარტნიორული ურთიერთობები აქვს დაძმობილებულ ქალაქებთან, რაც მომავალში კიდევ უფრო უნდა გააქტიურდეს" - აღნიშნა პატარაძემ. აღსანიშნავია, რომ სომხეთი აჭარისთვის ერთ-ერთი საინტერესო ტურისტული ბაზარია, საიდანაც ვიზიტორების რაოდენობა ბოლო წლებში განსაკუთრებით გაზრდილია. აღინიშნა პირდაპირი ფრენების დანიშვნის აუცილებლობა, რაც ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას. (NS)
WSJ: ისრაელი საიდუმლო ჯგუფს ქმნის 7 ოქტომბრის თავდამსხმელების დასაჭერად
მერცმა უკრაინას ევროკავშირში „ასოცირებული“ წევრობის სტატუსი შესთავაზა
თიბისი The Banker’s Technology Awards 2026-ის გამარჯვებულია
უკრაინულმა დრონებმა სამარის რეგიონში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, ორი ადამიანი დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)