|
2016-08-10 09:11:47, 1482 ნახვა
ეკონომიკა
თეა წულუკიანმა მშენებარე საზოგადოებრივი ცენტრები დაათვალიერა
იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობას განაგრძობს. იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მშენებარე საზოგადოებრივი ცენტრები დაათვალიერა და მშენებლობის პროცესს ადგილზე გაეცნო. ამჟამად მიმდინარეობს ტყვიავის, ბერძენაულის, ზედა უსახელოს, ვალეს, წალკის, ლაჯანას, ბარალეთის და კუმურდოს ცენტრების მშენებლობა, ასევე მიმდინარეობს ფოკის საზოგადოებრივი ცენტრის რეკონსტრუქცია, რომლის ფარგლებშიც, საზოგადოებრივი ცენტრის უკვე მოქმედ შენობაზე მოხდება ბიბლიოთეკის და შეხვედრების ოთახის მიშენება. საზოგადოებრივი ცენტრების მიზანი იმ დასახლებების სახელმწიფო და კერძო სერვისებით უზრუნველყოფაა, რომლებიც საგრძნობლადაა დაშორებული რაიონული ცენტრებიდან. პროექტის, რომელიც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, მთავარი იდეა სახელმწიფო სერვისების მოქალაქემდე მიტანა და ქართული სოფლის გაძლიერებაა. საზოგადოებრივი ცენტრები შენდება რაიონული ცენტრებიდან დაშორებულ სოფლებში, მრავალრიცხოვან, მჭიდროდ დასახლებულ სოფლებში, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებსა და საზღვრისპირა რეგიონებში. 200-ზე მეტი მომსახურების მიღება სოფლიდან გაუსვლელად უკვე შეუძლია საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 35 სოფლის მოსახლეობას. 2016 წელს გაიხსნა რვა საზოგადოებრივი ცენტრი, ათამდე ცენტრის მშენებლობა კი ამჟამად მიმდინარეობს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)