|
2016-08-09 16:45:58, 1006 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი სესიაშვილი: არ მგონია, ვინმეს ეჭვი გაუჩნდეს, რომ ბეჭდის ჩუქება ორ ხმაზე იყოს ორიენტირებული
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი სესიაშვილი პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიერ ბეშუმში ახალდაქორწინებულებისთვის ბეჭდის ჩუქების ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ ტრადიციებს პატივი უნდა ვცეთ და მომხდარი ფაქტი ამომრჩევლის მოსყიდვად არ უნდა ჩაითვალოს. „პირველ რიგში, ჩვენ აუდიტის სამსახურის დასკვნას დაველოდებით. თუმცა, ჩვენს ქვეყანაში არის ტრადიციები, რასაც პატივი უნდა ვცეთ. ტრადიცია არ უნდა მივიღოთ, როგორც ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტი. მე თელავის მაჟორიტარი ვარ და კახეთში სტუმარ-მასპინძლობა ტრადიციაა და ამ წესს კახეთში დიდ პატივს სცემენ. შეიძლება, ამ ტრადიციის გამო, გარკვეული ფაქტები ამომრჩევლის მოსყიდვად ჩაითვალოს. ბატონ გიორგის რომ გადაეცა ახალდაქორწინებულთათვის ბეჭედი და ეთქვა, რომ ბეჭედს ხმის მიცემის სანაცვლოს აძლევდა, ეს სხვა რამეა. ასე თუ მივყვებით, არსად არ უნდა წავიდეთ და ყვავილები ვერ მიყიდია. თუ ვინმეს საჩუქარს ხმის სანაცვლოდ მისცემ, ეს ამომრჩევლის მოსყიდვაა, მაგრამ ყველაფერს ნუ გამოვეკიდებით. ეს ყველაფერი ჩვენს მენტალობას ეწინააღმდეგება. არ მგონია, ვინმეს ეჭვი გაუჩნდეს, რომ ბეჭდის ჩუქება ორ ხმაზე იყოს ორიენტირებული“, - განუცხადა სესიაშვილმა „ექსპრესნიუსს“. შეგახსნებთ, რომ აუდიტის სამსახურმა პრემიერ-მინისტრის მიერ ახალდაქორწინებულებისთვის საჩუქრის გადაცემის ფაქტის შესწავლა დაიწყო. შეგასენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, 6 აგვისტოს ბეშუმში გამართულ შუამთობის დღესასწაულზე პრემიერმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ახალდაქორწინებულებს საჩუქრად ოქროს ბეჭდები გადასცეს.
ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ქართული კომპანიების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს
კალაძე: ორი წლის წინ რეაბილიტირებულ მეტროსადგურ „ავლაბარში“ წყალი ისე ჩადიოდა, როგორც გარეთ, შეისწავლეთ საკითხი
Washington Post: აშშ-ს ყოფილი მოკავშირე საქართველო ირანის ორბიტაზე ექცევა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)