13:30 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-08 19:02:04, 859 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი ლევან იზორიას შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, დღეს, პრეზიდენტის სასახლეში, თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასთან პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრისას ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა და თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებასა და NATO-სთან მომავალი თანამშრომლობის დეტალები განიხილეს.

„დღეს მქონდა მთავარსარდალთან ძალიან საინტერესო შეხვედრა. ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ ვიმუშავოთ ერთობლივად, რათა ჩვენი ჯარის თავდაცვისუნარიანობა კიდევ უფრო გაიზარდოს. ამისთვის დავგეგმეთ სამუშაო ჯგუფის შექმნა. ეს ჯგუფი ინტენსიურად იმუშავებს სტრატეგიაზე, რომელსაც ახლო მომავალში წარუდგენთ საზოგადოებას და ამ სტრატეგიაში გაწერილი იქნება ყველა ის მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც აუცილებელია NATO-ში ჩვენი თავსებადობისთვის, აუცილებელია ჩვენი თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისთვის, ასევე, ამერიკის შეერთებულ შტატებთან საქართველოს მთავრობის მიერ გაფორმებული მემორანდუმის იმპლემენტაციისთვის. ასე რომ, მთელი რიგი პოზიტიური ღონისძიებები დავგეგმეთ და ამ ღონისძიებებს ფართო საზოგადოებას ძალიან ახლო მომავალში ერთობლივად წარვუდგენთ", - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

საქართველოს პრეზიდენტისა და თავდაცვის მინისტრის დღევანდელ შეხვედრას, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილიც ესწრებოდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ქართული კომპანიების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს
კალაძე: ორი წლის წინ რეაბილიტირებულ მეტროსადგურ „ავლაბარში“ წყალი ისე ჩადიოდა, როგორც გარეთ, შეისწავლეთ საკითხი
Washington Post: აშშ-ს ყოფილი მოკავშირე საქართველო ირანის ორბიტაზე ექცევა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics