|
2016-08-08 17:52:53, 943 ნახვა
რეგიონი
აჭარის მთავრობამ ომში დაღუპულთა ოჯახებს 3000-3000 ლარი გამოუყო
აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნუგზარ სურმანიძემ, აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ავთანდილ ბერიძემ და მთავრობის სხვა წარმომადგენლებმა 8 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი ყვავილებით შეამკეს. 2008 წლის აგვისტოს ომის 8 წლისთავთან დაკავშირებით აჭარის მთავრობამ ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს 3000 ლარი გადასცა. თანხა აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროგრამის – „2008 წლის რუსული აგრესიისა და 2012 წელს ავღანეთში დაღუპულთა ოჯახების დახმარების“ ფარგლებში გამოიყო. ამავე პროგრამის ფარგლებში, დედისა და ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მატერიალური დახმარება გაეწია დაღუპული მეომრების დედებსა და მეუღლეებს, თითოეულს 1000 ლარის ოდენობით, სულ 22 ბენეფიციარს. სამნისტრომ პროგრამა 2014 წელს შეიმუშავა და ფინანსური დახმარება 2000 ლარით გაზარდა. მანამდე, დაღუპულთა ოჯახებს თანხა აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოეყოფოდათ. 2008 წლის რუსული აგრესიისა და 2012 წელს ავღანეთში დაღუპულთა ოჯახების დახმარების პროგრამა ითვალისწინებს, 2008 წლის აგვისტოს თვეში განვითარებული საომარი მოქმედებების შედეგად დაღუპულ აჭარაში მცხოვრებ 16 სამხედრო მოსამსახურის, ასევე, 2012 წელს ავღანეთში საერთაშორისო სამხედრო ოპერაციის შესრულების დროს დაღუპულ 2 მეომრის ოჯახზე მატერიალური დახმარების გაწევას 3 000 ლარის ოდენობით. აგრეთვე, ომში დაღუპულთა დედებისა და მეუღლეებისათვის 1000 – 1000 ლარის გამოყოფას. 2008 წლის აგვისტოს ომში აჭარიდან სულ 16 ჯარისკაცი დაიღუპა. აქედან, 1 ჯარისკაცი ბათუმის მკვიდრი იყო, 2 შუახევის მუნიციპალიტეტის, 1 ქედის მუნიციპალიტეტის, 2 ხულოს მუნიციპალიტეტის და 10 ქობულეთის მუნიციპალიტეტის.
(NS)
მერცმა უკრაინას ევროკავშირში „ასოცირებული“ წევრობის სტატუსი შესთავაზა
თიბისი The Banker’s Technology Awards 2026-ის გამარჯვებულია
უკრაინულმა დრონებმა სამარის რეგიონში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, ორი ადამიანი დაიღუპა
კობახიძემ აღიარა რომ მისი გუნდის წარმომადგენლები სიძულვილის ენას იყენებენ
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)