11:11 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-08 13:45:45, 1545 ნახვა

კომენტარი
აბაშიშვილი ივა ჩიღვინაძეზე: სირცხვილია ადამიანს დააბრალო მკვლელობა, რომელიც მას არ ჩაუდენია

სირცხვილია ადამიანს დააბრალო მკვლელობა, რომელიც მას არ ჩაუდენია, - ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა ივა ჩიღვინაძის საქართველოს პრეზიდენტის კონსულტანტად დანიშვნასთან და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელთა განცხადებებთან დაკავშირებით განაცხადა.

„პირველ რიგში სირცხვილია, რომ ადამიანს დააბრალო მკვლელობა, რომელიც მას არ ჩაუდენია და ამავდროულად, ძალიან გასაკვირი და დამაფიქრებელია, როდესაც ნაციონალური მოძრაობა საერთოდ იხსენებს იმ სისხლიან ღამეს, როდესაც მოხდა ადამიანების მიზანმიმართული დარბევა და დაფიქსირდა ადამიანთა გარდაცვალების შემთხვევები", - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

შეგახსენებთ, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული ივა ჩიღვინაძე კონსულტანტად დაინიშნა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, ჩიღვინაძემ 26 მაისს ნინო ბურჯანაძის მანქანით პოლიციელი, ვლადიმერ მანსურაშვილი მოკლა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მერცმა უკრაინას ევროკავშირში „ასოცირებული“ წევრობის სტატუსი შესთავაზა
თიბისი The Banker’s Technology Awards 2026-ის გამარჯვებულია
უკრაინულმა დრონებმა სამარის რეგიონში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, ორი ადამიანი დაიღუპა
კობახიძემ აღიარა რომ მისი გუნდის წარმომადგენლები სიძულვილის ენას იყენებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics