|
2016-08-08 13:23:44, 670 ნახვა
პოლიტიკა
ალასანია: დარწმუნებული ვარ, გამოძიება დადებს შედეგს, რომ ომი რუსეთმა დაიწყო
"თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარის ირაკლი ალასანიას განცხადებით, გამოძიება, რომელსაც აგვისტოს ომთან დაკავშირებით საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო აწარმოებს, იტყვის, რომ ომი რუსეთის ფედერაციამ დაიწყო და საქართველო არის მსხვერპლი ამ დაპირისპირებაში: მაგრამ მეორეს მხრივ, მგონია, ჩვენ არასდროს უნდა შევიტანოთ ჩვენი ჩვენს სიმართლეში. ჩვენ ვართ მართლები ქვეყნის, ღმ,ერთის ჩვენი ხალხის წინაშე, იმაშიც ვარ დარწმუნებული, რომ სიმარტლე დადგინდება ყტველა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ. მთავარია, ვიზრუნოთ იმაზე, თუ როგორ აღვადგინოთ ურთიერტობები აფხაზებთან, ოსებთან. ამას სჭირდება სახალხო დიპლომატია, საერთო მომავლის დანახვა და ისეთი სტაბილური პოლიტიკური კლიმატი საქართველოში, რომ მატ მოუნდეთ ჩვენთან ერთად ერთობლივად სახელმწიფოს შენება",-აღნიშნა ალასანიამ. აგვისტოს ომიდან დღეს 8 წელი გავიდა. რუსეთ-საქართველოს ომი — ასევე ცნობილი, როგორც 2008 წლის სამხრეთ ოსეთის ომი, შეიარაღებული კონფლიქტი 2008 წლის აგვისტოში, ერთი მხრივ საქართველოსა და მეორე მხრივ რუსეთის ფედერაციას შორის, ოს და აფხაზ სეპარატისტებთან ერთად. ომი დაიწყო ქართულ ჯარებსა და რუსი სამხედროებით ზურგგამაგრებულ ოს სეპარატისტთა შორის კონფლიქტით ცხინვალის რეგიონში. ევროკავშირის თავმჯდომარე საფრანგეთის პრეზიდენტის შუამდგომლობით, კონფლიქტურმა მხარეებმა 12 აგვისტოს მიაღწიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რომელსაც საქართველომ თბილისში 15 აგვისტოს მოაწერა ხელი, ხოლო რუსეთმა მოსკოვში — 16 აგვისტოს. შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, რუსეთმა საკუთარი ჯარების უმეტესი ნაწილი სამეგრელოს და შიდა ქართლის რეგიონებიდან გაიყვანა. თუმცა ამასთან ბუფერული ზონები შექმნა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრების გასწვრივ და სათვალთვალო პუნქტები დატოვა ფოთში, სენაკსა და პერევში. 2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა ცნო.
ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ქართული კომპანიების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს
კალაძე: ორი წლის წინ რეაბილიტირებულ მეტროსადგურ „ავლაბარში“ წყალი ისე ჩადიოდა, როგორც გარეთ, შეისწავლეთ საკითხი
Washington Post: აშშ-ს ყოფილი მოკავშირე საქართველო ირანის ორბიტაზე ექცევა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)