|
2016-08-08 13:08:45, 1287 ნახვა
კომენტარი
ირაკლი ალასანია: ჩვენი ჯარი მოუმზადებელი არ უნდა იყოს, ასეთი შეცდომა აღარ უნდა დავუშვათ
"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ, პარტიის წევრებთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. მან ძმათა სასაფლაოზე მემორიალი გვირგვინით შეამკო. "ყველა, მთელი საქართველო მივაგებთ პატივს იმ გმირებს, ვინც დღემდე მოიტანა ჩვენი ქვეყანა და 2008 წელს ვინც გმირულად გაწირა თავი თავისი ქვეყნისთვის. რაც შეგვიძლია გავაკეთოთ არის ის, რომ მოვუაროთ, მოვეფეროთ, შევინახოთ და პატივი ვცეთ მათ ოჯახებს. ეს არის სახელწმიფოს ვალი, თითოეული ჩვენთაგანის ვალი. მეორე, რომ ჩვენ თანამედროვე ტექნიკა, აღჭურვილობა შევუძინოთ ჩვენს ჯარს, რომ საჰაერო სივრცე იყოს დაცული და გვქონდეს თანამედროვე ტექნიკა იმისათვის, რომ თუკი ჩვენს ქვეყანას კიდე ვინმე თავს დაესხმება, ჩენ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა.გვახსოვს 2008 წელს, რა აკლდა ჩვენს ჯარს, მიუხედავად იმისა, რომ მათ არ ჰქონდათ შეიარაღება, გმირულად გაწიეს წინააღმდეგობა.ამიტომ, მომავალში ასეთი შცდომა არ უნდა დავუშვათ, რომ ჩვენი ჯარი იყოს მოუმზადებელი, არ ჰქონდეს შესაბამისი ტექნიკა. დარწმუნებული ვარ, ჩვენს ქვეყანას გავაერთიანებთ, არა ომით, მშვიდობით, მაგრამ მშვიდობა თუ გვინდა, ჩვენ უნდა ვიყოთ მზად ბრძოლისთვის ნებისმიერ მომენტში",-განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
მერცმა უკრაინას ევროკავშირში „ასოცირებული“ წევრობის სტატუსი შესთავაზა
თიბისი The Banker’s Technology Awards 2026-ის გამარჯვებულია
უკრაინულმა დრონებმა სამარის რეგიონში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, ორი ადამიანი დაიღუპა
კობახიძემ აღიარა რომ მისი გუნდის წარმომადგენლები სიძულვილის ენას იყენებენ
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)