04:19 - 23 May, 2026
|
2016-08-06 19:07:39, 1526 ნახვა
სამართალი
ქერჩის ქუჩაზე მოკლული მამაკაცის ვინაობა ცნობილია
ქერჩის ქუჩაზე მოკლული მამაკაცის ვინაობა ცნობილია. როგორც ანსამბლ „გორდელას“ მოცეკვავე თამარ ალადაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, გარდაცვლილი ფოლკლორული ანსამბლის “ხერთვისის” ხელმძღვანელი ვანო წიკლაურია. შეგახსენებთ, გლდანში, ქერჩის ქუჩაზე 30 წლის მამაკაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მას უცნობმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ორჯერ ესროლა. გარდაცვლილს ჭრილობები თავისა და ხელის არეში აღენიშნება. როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის უაკნონო შეძენა-შენახვა-ტარება) მუხლებით მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)