|
2015-03-07 14:57:03, 479 ნახვა
პოლიტიკა
გია ვოლსკი: საუბარი, რომ მთავრობამ სამოქმედო გეგმა კონკრეტულ რიცხვამდე წარმოადგინოს, არასერიოზული მიდგომაა
„საუბარი, რომ მთავრობამ სამოქმედო გეგმა კონკრეტულ რიცხვში წარმოადგინოს არასერიოზული მიდგომაა“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, მთავრობა ამ საკითხზე მუშაობას აგრძელებს. მისივე თქმით, ყველა თემასთან დაკავშირებით რიგგარეშე სესიის მოწვევა უხერხულ მდგომარეობას ქმნის. „რაღაც ვადებზე იყო ლაპარაკი, თუმცა კონკრეტული რიცხვში წარმოდგენა არასერიოზული მიდგომა მგონია. არის მთავრობა გეგმა და მუშაობა მიმდინარეობს. ყველა თემაზე რიგგარეშე სესიის მოწვევა კომისიების და კომიტეტების შექმნა, გარკვეულ უხერხულ მდგომარეობას და ზედმეტ დაძაბულობას ქმნის ქართულ საზოგადოებაში. არსებობს მთავრობა, ეფექტურად შეუძლია იმოქმედოს და დაველოდოთ, რა გეგმას წარმოადგენს. აჟიოტაჟი და სკანდალის ატეხვა ამის გარშემო ვისი სტილია ვიზით და ნუ აყვებით“, - განაცხადა გია ვოლსკიმ. ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია მთავრობას შეახსენებს, რომ სავალუტო სტაბილიზაციის გეგმა აქვთ წარმოსადგენი. როგორც პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრები პრეზიდენტსა და საზოგადოებას დაპირდნენ, რომ 5 მარტს სავალუტო სტაბილიზაციის კონკრეტულ გეგმას წარმოადგენდნენ, თუმცა, მათ ეს არ შეასრულეს. „მოგეხსენებათ, გასულ კვირას საქართველოს პრეზიდენტი შეხვდა საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებს, ვიცე პრემიერს და ფინანსთა მინისტრს. აღნიშნულ შეხვედრაზე სამწუხაროდ, მიუხედავად ჩვენი მოწვევისა, გაურკვეველ მიზეზთა გამო არ იმყოფებოდა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. შეხვედრის შედეგად საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრები პრეზიდენტს და საზოგადოებას დაპირდნენ, რომ 5 მარტს წარმოადგენდნენ სავალუტო სტაბილიზაციის კონკრეტულ გეგმას, რომელიც შემუშავებული იქნებოდა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობით. სამწუხაროდ, ამ დრომდე გეგმა წარმოდგენილი არ არის“, – აღნიშნა აბაშიშვილმა.
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
სირია 1975 წლის შემდეგ პირველად, მონაწილეობას მიიღებს G7-ის სამიტში მოწვეული ქვეყნის სტატუსით
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)