|
2016-08-06 10:56:33, 720 ნახვა
საზოგადოება
„დღეს სამწუხაროდ, თითქმის არც ერთ სადაზღვევო კომპანიას არ აქვს ინდივიდუალური დაზღვევა, ან თუ აქვს, ძალიან შეზღუდული“
სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების მდივანი არჩილ მორჩილაძე ევროპაში აპრობირებულ მოდელს „საშემოსავლო გადასახადში ჯანდაცვის კომპონენტის განსაზღვრას“ უჭერს მხარს. რას გულისხმობს საშემოსავლო გადასახადში ჯანდაცვის კომპონენტის გაჩენა და როგორ შეიძლება იგი განისაზღროს გადასახადში ამ კითხვით სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების მდივანს არჩილ მორჩილაძეს მივმართეთ: „პირველ რიგში უნდა განვმარტოთ, რომ აქ არავითარ შემთხვევში არ იგულისხმება გადასახადის ზრდა ! უბრალოდ, უნდა განისაზღვროს საშემოსავლო გადასახადში გარკვეული წილი ჯანდაცვისთვის. ევროპის ყველა ქვეყანაში არის განსაზღვრული გადასახადებში გარკვეული წილი სავალდებულო სამედიცინო დაზღვევისთვის. მაგალითისთვის დავუშვათ, რომ ადამიანის ხელფასი არის 1250 ლარი, ხელზე იღებს 1000 ლარს და 250 ლარი მიდის ბიუჯეტში. აი, აქედან რომ წარმოიდგინოთ, 80 ლარია განსაზღვრული თქვენი ჯანდაცვისთვის. ამ 80 ლარისთვის თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ორი გზა - ან დაუტოვოთ სახელმწიფოს თქვენი ჯანმრთელობის დაზღვევისთვის, ან თქვათ, რომ მივდივარ კერძო სადაზღვევო სისტემაში და ეს 80 ლარი გამატანეთ იქ. სხვა ქვეყნებში სახელმწიფო ატანს ამ თანხას, ოღონდ ინდექსაციას უკეთებს, ანუ 80-ის ნაცვლად გაგატანთ 50 ან 60 ლარს, შემდეგ თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ ამ თანხას ფული და სადაზღვევო კომპანიისთვის უკვე საინტერესო კლიენტი ხდებით, რადგან თანხა მიდის მასთან. დღეს სამწუხარუდ, თითქმის არც ერთ სადაზღვევო კომპანიას არ აქვს სრულფასოვანი ინდივიდუალური დაზღევევა, ან თუ აქვს, ძალიან დიდი დათქმებით და მოლოდინის პერიოდებით, თანაც საკმაოდ შეზღუდული დაფარვებით. შესაბამისად, ამ ცვლილებით სტიმული მიეცემა ინდივიდუალური სამედიცინო დაზღვევის განვითარებას. სახელმწიფოს ამით დაეზოგება თანხა და ჯანდაცვის ტვირთი ნაწილობრივ გადავა კერძო სადაზღვევო სექტორზე“, - განაცხადა არჩილ მორჩილაძემ.
გერმანიის ელჩი: 26 მაისი სიმბოლურად გამოხატავს საქართველოს სწრაფვას თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ
სვეტლანა ტიხანოვსკაია- ბელარუსებსა და ქართველებს ერთი და იგივე ხედვა აქვთ: იცხოვრონ როგორც თავისუფალმა, სუვერენულმა ევროპულმა ერებმა
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველო მისალოც წერილებს იღებს - განახლებადი
პაპუაშვილი: ზოგიერთს დღესაც სურს, არ ვიდგეთ ფეხზე, მათ წესებს მივყვეთ, საკუთარზე უარი ვთქვათ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)