|
2016-08-06 10:13:04, 1353 ნახვა
სამართალი
შსს-მ გამოძალვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1974 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი რუსლან ჩ., დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, გამოძალვის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინაააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, ბათუმში დააკავეს. როგორც სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით მოქალაქეს 60 000 ლარს სძალავდა და მისი ბიზნესსაქმიანობიდან მიღებული მოგების ყოველთვიურ წილს ითხოვდა. სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, არარეგისტრირებული პისტოლეტი და 5 ვაზნა ამოიღეს. გამოძიება დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჯგუფურად გამოძალვის და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინაააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით).
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)