11:21 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-03 15:47:45, 936 ნახვა

პოლიტიკა
სოფო კილაძე: მოსამართლეებზე ზეწოლა მიმდინარეობს სწორედ „ნაციონალური მოძრაობის" და არა ხელისუფლების მხრიდან

საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესები, ადასტურებს, რომ მოსამართლეებზე ზეწოლა მიმდინარეობს სწორედ „ნაციონალური მოძრაობის" და არა ხელისუფლების მხრიდან,-ამის შესახებ განცხადება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრმა სოფო კილაძემ გააკეთა.

სოფო კილაძემ ჟურნალისტებს გააცნო სტატისტიკა, რომელიც, პოლიტიკური საბჭოს წევრის შეფასებით, მიუთითებს იმაზე, რომ რეალურად იყო ზეწოლა საკონსტიტუციო სასამართლოზე უმცირესობის მხრიდან.

„კერძოდ, თუ გადავხედავთ წინა შემთხვევებს, ძალიან ბევრი შემთხვევა, 2013-2014 წლებში შეტანილი სარჩელები, დღესაც განუხილველია. ათეულობით თვე სჭირდებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს  კონკრეტული სარჩელების განხილვისათვის. ძალიან ბევრი დღესაც დაუსრულებელია, ძალიან ბევრი წარმოებაშიც არ არის ჯერ კიდევ მიღებული, მაშინ, როდესაც გიგი უგულავას ორ საქმეზე სამ თვემდე ვადა დასჭირდა დაახლოებით სასამართლოს იმისათვის, რათა მიეღო გადაწყვეტილება. სხვა შემთხვევებში, სულ მცირე ექვსი თვე მაინც იყო საჭირო. ეს, რა თქმა უნდა, პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ „ნაციონალუირ მოძრაობის" მხრიდან გარკვეულ პოლიტიკურ ზეწოლას ქონდა ადგილი",-აღნიშნა სოფო კილაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ქართულ ბანკებში 70.03 მლრდ ლარის დეპოზიტებია განთავსებული
ისრაელის არმია ადასტურებს მოჰამედ ოდეჰის მკვლელობას: ის იყო ერთ-ერთი ბოლო ჰამასის მეთაური, რომელმაც მონაწილეობა მიიღო 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტაში
MyCellfie-მ საუკეთესო მობილური აპლიკაციის ჯილდო მიიღო
„როგორ და რატომ უნდა დავიწყოთ აგრობიზნესი“ - თიბისი ბიზნესის ხუთშაბათის შეხვედრები გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics