|
2016-08-03 12:57:28, 1103 ნახვა
პოლიტიკა
მთავრობამ ფსიქოტროპულ მედიკამენტებთან დაკავშირებით ახალი რეგულაციები მიიღო
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, თუ ფარმაცევტი ფსიქოტროპულ მედიკამენტს რეცეპტის გარეშე გასცემს მას, სამი წლის განმავლობაში პროფესიული საქმიანობა აეკრძალება. მინისტრის თქმით, დღეს მთავრობის სხდომაზე ახალი რეგულაცია დამტკიცდა, რომლის მიხედვითაც, არსებულ პასუხიმსგებელ ფარმაცევტს დაეკისრება აღნიშნული პროცესი გააკონტროლოს. „ფარმაცევტს არ ჰქონდა გაწერილი არანაირი ვალდებულება ამ პირობის დარღვევის გამო. ეს ვალდებულებები მას მიენიჭება, ახალი დადგენილება 24 საათიში შევა ძალაში. ეს იქნება მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი სააფთიაქო ნარკომანიის, ამ ტიპის ტაბლეტირებული ფორმების წინააღმდეგ ბრძოლისათვის. ჩვენ შემდგომი ნაბიჯები გვაქვს მოაზრებული, თუმცა, უახლოესი 2 კვირის განმავლობაში, ზეგიდან დაწყებული იქნება ძალიან ინტენსიური მონიტორინგი და ვფიქრობ, საზოგადოებას ექნება საშუალება, რომ ჩართულ იყოს ამ პროცესში და გაეცნოს ამ რეფორმის ეფექტურობას. არანაირი კრიტერიუმი არ არსებობდა ახალი შპს-ს დამფუძნებლის მიმართ, ეს შეიძლება ყოფილიყო ნასამართლევი ადამიანი, ბიუჯეტის წინაშე დავალიანების მქონე იურიდიული პირი, მას არანაირად არ ეზღუდებოდა, იგივე მისამართზე დაუყოვნებლივ გაეგრძელებინა საქმიანობა. ერთი შეზღუდვა იქნება, რომ ახალ ფსიქოტროპულ აფთიაქზე ვერ აიღებს საქმიანობის ნებართვას ისეთი იურიდიული /ფიზიკური პირი, რომელიც გარკვეულ კრიტერიუმებს კერძოდ , ნასამართლეობას ან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არსებობა, რომელსაც აქვს, ასეთზე აღარ გაიცემა“,-განაცხადა სერგეენკომ. მისივე თქმით, ფსიქოტროპული მედიკამენტები მხოლოდ სპეციალისტმა უნდა გასცეს, კერძოდ, მაგისტრის ხარისხთან გათანაბრებულმა ფარმაცევტმა. „ ეს პირობა დაცული არ იყო და მიუხედავად იმისა, რომ სანებართვო პირობებში ეწერათ, რომ პასუხისმგებელი ფარმაცევტი უნდა ყოფილიყო რა უნდა გაეკეთებინა ამ ადამიანს, გაწერილი არ იყო. ეს გაიწერა და ჯანდაცვის სამინისტროში ფარმაცევტების რეესტრი შეიქმნა, რომელსაც ჩვენი მონიტორინგი ნახავს და გააკონტროლებს“,-განაცხადა მინისტრმა. ამასთან, როგორც სერგეენკომ აღნიშნა, სააფთიაქო ნარკომანიას, ე.წ. კრაკადილს, „ჯებს“ და „ვინდს“, გარკვეული რეფორმების შედეგად სერიოზული დარტყმა მიადგა. მისი თქმით, შემთხვევები 95%-ით არის შემცირებული. „თუმცა, პრობლემურად რჩება ტაბლეტირებული ფორმების არამიზნობრივი გამოყენება და რიგი აფთიაქების მიერ არაკანონიერი გაცემა. მიუხედავად იმისა, რომ კანონი ცალსახად ამბობს, რომ ასეთი ტიპის მედიკამენტები უნდა გასცეს ფარმაცევტმა. არ ხდებოდა რიგ შემთხვევაში ამ პირობის დაცვა და არსებული ადმინისტრაციული ინსტრუმენტები მოიაზრებდა მხოლოდ ჯარიმებს, რომელსაც ნაწილობრივ იხდიდნენ აფთიაქები, ან არ იხდიდნენ“,-აღნიშნა სერგეენკომ.
CENTCOM: აშშ-ის საზღვაო ძალებმა ბლოკადის დაწყებიდან, ირანთან დაკავშირებული 108 გემი ჩაკეტეს
გუტერეში: მსოფლიოში დაახლოებით 800 მილიონი ადამიანი კვლავ უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს
რუსეთი სომხეთს ევროკავშირთან დაახლოების გამო ნავთობისა და გაზის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა
უკრაინამ ტაგანროგში საავიაციო ქარხანა, ვორონეჟში სამხედრო აეროდრომი და ტუაფსეში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)