|
2016-08-03 12:06:37, 900 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა
აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ააჭრის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მემორანდუმი შპს ,,ქ. ბათუმის რესპუბლიკური - კლინიკური საავადმყოფო"-ს ტერიტორიაზე დაგეგმილი მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულების ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის სასწავლო ბაზად გამოყენებისათვის შესაბამისი კონცეფციის შემუშავებას ითვალისწინებს. მემორანდუმის ფარგლებში შენობის სწავლის პროცესისთვის აუცილებელი ტექნიკური აღჭურვა განხორციელდება. შეთანხმება თითოეული მხარის წარმომადგენელთა მონაწილეობით სამუშაო ჯგუფის შექმნას გულისხმობს, რომელიც კონცეფციას შეიმუშავებს. სამინისტროებისა და საგანმანათლებლო დაწესებულების თანამშრომლობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს აჭარის ა/რ ტერიტორიაზე ახალგაზრდა კვალიფიციური სამედიცინო კადრების მომზადების ხარისხს. ამ ეტაპზე უკვე დასრულებულია რესპუბლიკური საავადმყოფოს ნულოვანი ნიშნული და პირველი და მეორე სართულის მშენებლობა მიმდინარეობს. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტით სამედიცინო დაწესებულების მშენებლობა 22 მლნ ლარით ფინანსდება. სამშენებლო სამუშაოებში 30 ადამიანია დასაქმებული და ეს ციფრი სამომავლოდ 60-მდე გაიზრდება. მრავალპროფილური საავადმყოფო 170 საწოლზე იქნება გათვლილი. სამედიცინო დაწესებულება თანამედროვე ტექნიკით და ინვენტარით იქნება აღჭურვილი და პაციენტებს მაღალი ხარისხის მომსახურებას შესთავაზებს. მრავალფუნქციური საავადმყოფოს მშენებლობა 2018 წლის გაზაფხულზე დასრულდება.რესპუბლიკური საავადმყოფო 1964 წელს წელს აშენდა და მისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა დაახლოებით ბოლო 20 წელია ამორტიზირებულია.
(NS)
მერცმა უკრაინას ევროკავშირში „ასოცირებული“ წევრობის სტატუსი შესთავაზა
თიბისი The Banker’s Technology Awards 2026-ის გამარჯვებულია
უკრაინულმა დრონებმა სამარის რეგიონში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, ორი ადამიანი დაიღუპა
კობახიძემ აღიარა რომ მისი გუნდის წარმომადგენლები სიძულვილის ენას იყენებენ
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)