|
2016-08-03 11:51:23, 1178 ნახვა
ეკონომიკა
ქუმსიშვილი: ლარის კურსთან დაკავშირებით ხელოვნური ჩარევა არ ხდება
„ლარის კურსი მოთხოვნა-მიწოდებიდან გამომდინარე დგება“, - ასე უპასუხა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტის კითხვას, - „ვიზიტორების რეკორდული რაოდენობის მიუხედავად, რატომ არის ლარის კურსი კვლავ მაღალ ნიშნულზე.“ ქუმსიშვილის თქმით, ლარის კურსთან დაკავშირებით ხელოვნური ჩარევა არ ხდება. „ლარის კურსი დგება მოთხოვნა-მიწოდებიდან გამომდინარე, შესაბამისად მოთხოვნა-მიწოდება ადგენს ლარის კურსს. ხელოვნური ჩარევა არ ხდება“,-განაცხადა მინისტრმა. ცნობისთვის, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი დღეს, 2.3484 ლარი ღირს. რაც შეეხება ევროს, დღევანდელი კურსით, მისი შეძენა 2.6288 ლარად არის შესაძლებელი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)