|
2016-08-02 14:13:26, 1065 ნახვა
რეგიონი
აჭარის დასაქმების სააგენტოს მონაცემთა ბაზის ინვენტარიზაცია დაიწყო
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით მოსახლეობას სექტემბრიდან ახალ მონაცემთა ბაზას შესთავაზებს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის მონაცემთა ბაზა ჩაშვებულია სატესტო რეჟიმში. პარალელურად დაწყებულია უკვე არსებული მონაცემების ინვენტარიზაცია და ახალი ბაზის შევსება. პირადი მონაცემების დაზუსტების მიზნით, დასაქმების აგანტები ბაზაში რეგისტრირებულ მოქალაქეებს უკავშირდებიან. ახალი მონაცემთა ბაზა კიდევ უფრო მოქნილს და ეფექტურს გახდის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოს საქმიანობას. 2016 წლის 6 თვის მონაცემებით, დასაქმების სააგენტოს ერთიან ბაზაში 1982 სამუშაოს მაძიებელი დარეგისტრირდა. აღნიშნულ პერიოდში სააგენტოს შუამდგომლობით 887 მოქალაქე დასაქმდა. სსიპ - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტო დაარსების დღიდან მოქალაქეებს სხვადასხვა ორგანიზაციებსა თუ კომპანიებში უწევს საშუამავლო საქმიანობას. დღეისათვის დასაქმების სააგენტოს მონაცემთა ერთიან ბაზაში 20 665 სამუშაოს მაძიებელია დარეგისტრირებული, საიდანაც სააგენტოს შუამავლობით 11 071 ბენეფიციარი უკვე დასაქმდა. (NS)
მერცმა უკრაინას ევროკავშირში „ასოცირებული“ წევრობის სტატუსი შესთავაზა
თიბისი The Banker’s Technology Awards 2026-ის გამარჯვებულია
უკრაინულმა დრონებმა სამარის რეგიონში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, ორი ადამიანი დაიღუპა
კობახიძემ აღიარა რომ მისი გუნდის წარმომადგენლები სიძულვილის ენას იყენებენ
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)