13:19 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-02 11:12:10, 847 ნახვა

საზოგადოება
თამბაქოს გარე რეკლამის აკრძალვა გარერეკლამის ბიზნესს მნიშვნელოვნად დააზარალებს

გარე რეკლამის ინდუსტრია ცვლილებების მოლოდინშია. კანონპროექტი, რომელიც პარლამენტშია შეტანილი, კანონად ქცევის შემთხვევაში, გარე რეკლამის კომპანიებს მნიშვნელოვან შემოსავლებს დააკარგვინებს და როგორც ექსპერტთა ნაწილი ამბობს, შესაძლოა, ბაზარზე მოქმედი კომპანიების ნაწილი გაკოტრებამდეც კი მიიყვანოს.

საქმე ეხება თამბაქოს რეგულირების შესახებ კანონში ცვლილებებს, რომლის თანახმადაც, თამბაქოსა და თამბაქოს ნაწარმის პროდუქციის გარე რეკლამა სრულად იკრძალება.

აღსანიშნავია, რომ თამბაქის პროდუქციის რეკლამა საქართველოში ისედაც დიდი ხანია აკრძალულია, არ დაიშვება მისი სატელევიზიო და ინტერნეტ რეკლამა...

IDFI-ს კვლევის მიხედვით, გარე რეკლამის ბაზარზე ორი მსხვილი მოთამაშეა Alma, Outdoor.ge და Fertuna Media, თუმცა მათ გარდა ბაზარზე რამდენიმე პატარა კომპანიაა წარმოდგენილი.

როგორც CBW-თან საუბრისას  დირექტორი კონსტანტინე ჭავჭანიძე აცხადებს, გარე რეკლამის ინდუსტრიის ძირითად შემოსავალს სწორედ თამბაქოსა და თამბაქოს პროდუქციის რეკლამიდან იღებს.

„ჩვენი შემოსავლების ნახევარზე მეტი, დაახლოებით 55% თამბაქოს პროდუქციის რეკლამაზე მოდის და ამ კანონპროექტის კანონად ქცევა პირდაპირპროპორციულად დაარტყამს ჩვენს ბიზნესს, ჩათვალეთ რომ გარე რეკლამის ბიზნესი პირდაპირ მიბმულია თამბაქოს რეკლამაზე და თამბაქოს რეკლამა თუ აიკრძალა საკმაოდ მძიმე მდგომარეობა იქნება გარე სარეკლამო კომპანიებისთვის, ასეთი კი საქართველოს მასშტაბით 12 კომპანიას აჭარბებს“, - განმარტავს კონსტანტინე ჭავჭანიძე.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი: ზოგიერთს დღესაც სურს, არ ვიდგეთ ფეხზე, მათ წესებს მივყვეთ, საკუთარზე უარი ვთქვათ
კობახიძე: დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს
ყაველაშვილი: კარგად უნდა გავაცნობიეროთ, დამოუკიდებლობა არაა სამუდამოდ ბოძებული მოცემულობა
შიო III: თავისუფლება მხოლოდ პოლიტიკურ მონაპოვრად და წარსულის მემკვიდრეობად არ უნდა ვაქციოთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics