|
2016-08-02 10:51:54, 1303 ნახვა
სამართალი
შსს-ს წარმომადგენლებმა არჩევნების უსაფრთხოების საკითხებზე სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა არჩევნების უსაფრთხოების საკითხებზე სამუშაო შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა შსს-ს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არჩევნების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით გამართულ სამუშაო შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა. მათივე ცნობით, შეხვედრას ცესკო-ს, საარჩევნო ადმინისტრაციის სწავლების ცენტრის, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის წარმომადგენლები და ექსპერტები ესწრებოდნენ. სამუშაო შეხვედრას საარჩევნო უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი და (IFES) -ის აზია-წყნარი ოკეანის რეგიონული დირექტორი ვასუ მოჰანი უძღვებოდა. მონაწილეებმა არჩევნების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით სახელმძღვანელო ინსტრუქციის კონცეფცია განიხილეს, რომელზეც საარჩევნო ადმინისტრაციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მუშაობენ. შეხვედრა, ცესკო-ს ინიციატივით, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობითა და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის ( IFES) -ის მხარდაჭერით გაიმართა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)