|
2016-08-01 18:47:26, 601 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: იზორია კულტურის სამინისტროდან ხომ არ მოდის - თავდაცვა და უსაფრთხოება მჭიდროდ დაკავშირებული სფეროებია
პარლამენტის ვიცე-სპიკერის მანანა კობახიძის განცხადებით, ლევან იზორიას გამოცდილება თავდაცვის სამინისტროაზე დადებიათად აისახება. როგორც კობახიძემ „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, თავდაცვა და უსაფრთხოების სამსახური მჭიდროდ დაკავშირებული სფეროებია და სწორი არჩევანია, რომ თავდაცვის მინისტრად იზორიას დაინიშნა. „პირველ რიგში, ლევან იზორიასაც და ქეთევან ციხელაშვილსაც ვულოცავ. ორივე ჩვენი გუნდის წევრია. აღმასრულებელ ხელისუფლებაში საკმაოდ წარმატებით ართმევდნენ თავს მათზე დაკისრებულ ამოცანებს. კონკრეტულად ლევანს რაც შეეხება, ის შინაგან საქმეთა მინისტრს მოადგილე იყო. ლევან იზორია პოლიციის რეფორმის განხორციელებაში აქტიურად იყო ჩართული. შემდეგ უსაფრთხოების სამსახურში გადავიდა და აქაც საკმაოდ წარმატებულად მუშაობდა. ლევან იზორია საკმაოდ წარმატებული ადამიანია და არა მგონია, ვინმეს მაინც ეჭვი ეპარებოდეს მის პროდასავლურობაში. თავდაცვის მინისტრის რანგშიც, ვფიქრობ, გააგრძელებს წარმატებულ სვლას. რაც შეეხება სახხელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან იზორიას თავდაცვის სამინისტროში გადასვლას - უსაფრთხოების სამსახური ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების დაცვაზე ზრუნავს. რატომ არ შეიძლება აქ მყოფი თანამდებობის პირი თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობდეს. ვერ ვხვდები რა შეუსაბამოს ხედავენ ამაში. თავდაცვა და უსაფრთხოება მჭიდროდ დაკავშირებული სფეროებია. ლევან იზორიას გამოცდილება დაეხმარება თავდაცვის სფეროს. კულტურის სამინისტროდან ხომ არ მიდის, იმ სისტემიდან მიდის თავდაცვაში, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებასთან პირდაპირ კავშირშია“, - აცხადებს კობახიძე. შეგახსენებთ, რომ თავდაცვის მინისტრის პოსტი ლევან იზორიამ დაიკავა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი კი, ქეთევან ციხელაშვილი გახდა - ახალი მინისტრები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა.
CENTCOM: აშშ-ის საზღვაო ძალებმა ბლოკადის დაწყებიდან, ირანთან დაკავშირებული 108 გემი ჩაკეტეს
გუტერეში: მსოფლიოში დაახლოებით 800 მილიონი ადამიანი კვლავ უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს
რუსეთი სომხეთს ევროკავშირთან დაახლოების გამო ნავთობისა და გაზის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა
უკრაინამ ტაგანროგში საავიაციო ქარხანა, ვორონეჟში სამხედრო აეროდრომი და ტუაფსეში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)