|
2016-07-31 10:29:38, 1173 ნახვა
სამართალი
შოთაძე: გიორგი პაპუაშვილის დაკითხვა შემდეგ კვირას საკონსტიტუციო სასამართლოში განხორციელდება
„გიორგი პაპუაშვილის დაკითხვა მისივე თხოვნით შემდეგ კვირას საკონსტიტუციო სასამართლოში განხორციელდება“,-ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ „იმედის დროსთან“ ინტერვიუში განაცხადა. პროკურორის განცხადებით, ამ ეტაპზე სასამართლოს ყველა მოსამართლე წევრი დაკითხულია. „ამ ეტაპზე, საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა წევრი დაკითხულია. მე და გიორგი პაპუაშვილი შეხვედრისას შევთანხმდით, რომ გამოძიება ურთიერთანამშრომლობის რეჟიმში წარიმართებოდა. ასევე შევთანხმდით რომ შემდეგ კვირაში საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის დაკითხვა გაიმართება. პაპუაშვილის თხოვნით, ეს საკონსტიტუციო სასამართლოში მოხდება. ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში, შეგვიძლია, საზოგადოების წინაშე შუალედური ანგარიშით წარსვდგეთ. ჩვენ შემდე კვირაში კონკრეტულ შედეგებზე ვისაუბრებთ. ეს საქმე მთელ ქვეყანას აინტერესებს. რაც შეეხება გამოძიების უნდობლობას, პაპუაშვილის მხრიდან ცუდი მესიჯები ისმოდა და მსგავსი რამ არ უნდა გაჟღერებულიყო. ჩვენ ნებისმიერ საქმეზე ვახდენთ რეაგირებას, ამ საქმეზე კი არ მოუმართავთ. შესაბამისად, წინასწარ პროკურატურასთვუს უნდობლობის გამოცხადება, არ მიმაჩნია სწორად“, - განაცხადა შოთაძემ. ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა განაცხადა, რომ მოსამართლეებზე მიზანმიმართული ზეწოლა ხორციელდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)