09:28 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-29 11:03:34, 653 ნახვა

პოლიტიკა
NDI - ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, გამოკითხულთა 17% ხმას „ქართულ ოცნებას” მისცემდა, 13% - „ნაციონალურ მოძრაობას”

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, გამოკითხულთა უმრავლესობა მხარს „ქართულ ოცნებას“ დაუჭერდა.

კერძოდ, გამოკითხულთა 17% მხარს „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ დაუჭერდა. მეორე ადგილს რეიტინგში 13%-ით „ერთიანი ნაციონალური მოძრობა“ იკავებს. 4%-ით მესამე ადგილს პარტია „მოძრაობა ხალხისთვის“ იკავებს, ხოლო  3%-ი ხმას „პატრიოტთა ალიანს“ აძლევს.

აღსანიშნავია, რომ არჩევნებამდე 2 თვით ადრე 38%-ს ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტია, ხმას რომელ პარტიას მისცემს, ხოლო 5% არცერთ პოლიტიკურ ძალას არ ემხრობა.

„ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტურმა“ კვლევის საველე სამუშაოები 8 ივნისიდან 6 ივლისის პერიოდში ჩაატარა, საქართველოს მასშტაბით, 4 113 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, საშუალო ცდომილების ზღვარი +/-2.1%-ია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics