|
2016-07-29 10:43:21, 1149 ნახვა
ეკონომიკა
ნოდარ ხადური: ლარი სტაბილურობისა და გამყარების ტენდენციას შეინარჩუნებს
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, ლარი სტაბილურობისა და გამყარების ტენდენციას შეინარჩუნებს. ამის შესახებ ხადურმა ჟურნალისტებს სასტუმრო „თბილისის მარიოტში“ განუცხადა, სადაც ფინანსური განათლების თემაზე საერთაშორისო კონფერენცია „ფინანსური განათლება ფინანსური კეთილდღეობისთვის" გაიხსნა. „მინდა გითხრათ, რომ ეს ძალიან ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ პერიოდის განმავლობაშიც და მომავალშიც ლარი სტაბილურობისა და გამყარების ტენდენციას შეინარჩუნებს“, - განაცხადა ხადურმა. ამასთან, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკი პროგნოზს არ აკეთებს და მისი მთავარი ფუნქცია ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაა. „ლარის კურსთან დაკავშირებით ადრეც მომიხსენებია. ეროვნული ბანკი არ აკეთებს პროგნოზს. მას ამასთან დაკავშირებით მაჩვენებელი არ აქვს. ბანკის მთავარი ფუნქცია ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაა, რასაც ვფიქრობ, რომ ბანკი ძალიან კარგად უმკლავდება“, - დასძინა გვენეტაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)