|
2016-07-29 09:21:36, 634 ნახვა
საზოგადოება
გიორგი მღებრიშვილმა დაბა ბაკურიანში შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ახალი შენობა გახსნა
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა დაბა ბაკურიანში შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ორსართულიანი შენობა გახსნა. შსს-ს ინფორმაციით, ღონისძიებას მინისტრის მოადგილე მერაბ მალანია, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორი ზვიად ქაწაშვილი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული და დაბა ბაკურიანის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები დაესწრნენ. შინაგან საქმეთა მინისტრმა, სტუმრებთან ერთად, ახალი შენობა, სახანძრო-სამაშველო ტექნიკა, მეხანძრე-მაშველების სრული აღჭურვილობა და განახლებული ავტოფარეხი დაათვალიერა. გიორგი მღებრიშვილი დაბა ბაკურიანის მეხანძრე-მაშველებსაც შეხვდა და წარმატებები უსურვა. დაბა ბაკურიანში მეხანძრე-მაშველებს წლების განმავლობაში არასათანადო პირობებში უწევდათ მუშაობა. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ, თანამშრომლებისთვის უკეთესი სამუშაო პირობების შესაქმნელად, ახალი შენობა ააშენა, რომელიც უახლესი ტექნიკითა და ინვენტარითა არის აღჭურვილი. დაბა ბაკურიანის სახანძრო-სამაშველო განყოფილებაში 16 მეხანძრე-მაშველი მუშაობს. შს სამინისტრო მთელი საქართველოს მასშტაბით სახანძრო-სამაშველო შენობების რეაბილიტაციასა და მშენებლობას ახორციელებს. 2015 წლიდან დღემდე განახლდა და უახლესი ტექნიკით აღიჭურვა შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 12 შენობა და აშენდა 1 ახალი ნაგებობა. მიმდინარე წლის ბოლომდე 3 ახალი შენობის აშენება და 4 ძველი ნაგებობის რეაბილიტაცია იგეგმება.
დიუშენის მქონე ბავშვების მშობლები დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
EU-ის წარმომადგენლობა და წევრი ქვეყნები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
თვისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
"ერთად გამარჯვებისთვის!" - ოპოზიციის ალიანსი დღეს საპროტესტო აქციას გამართავს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)