|
2015-03-06 13:20:39, 473 ნახვა
პოლიტიკა
ბაქრაძე: ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მხრიდან წვრთნების განხორციელება კიდევ ერთი პროვოკაციული ნაბიჯია
საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, რუსეთის მხრიდან სამხედრო წვრთნების განხორციელება კიდევ ერთი პროვოკაციული ნაბიჯია, - ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. სახელმწიფო მინისტრი იმედს გამოთქვამს, რომ აღნიშნულ ფაქტს საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. „ეს კიდევ ერთი პროვოკაციული ნაბიჯია რუსეთის მხრიდან, რომელიც ახორციელებს სამხედრო წვრთნებს ჩვენს ოკუპირებულ რეგიონებში. ეს არის უმძიმესი ფაქტი, რომელსაც იმედი გვაქვს, რომ შესაბამისი რეაგირება მოჰყვება საერთშორისო თანამეგობრობის მხრიდან. ჩვენი მიზანი უკავშირდება საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციას ამ საკითხთან დაკავშირებით. ამას ეძღვნება ყველა შეხვედრა, რომელსაც ჩვენ ევროკავშირის და ნატო-ს დედაქალაქებში ვმართავთ. ეს ეხება პრემეირ-მინისტრის ვიზიტის დროს გაჟღერებულ საკითხებს, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ გაჟღერებულ ნატო-საქართველოს თემატიკას. ჩვენ ვცდილობთ, რომ დიპლომატიური გზებით მოვახდინოთ ჩვენი ძალისხმევის, ასევე ნატო-სა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ძალისხმევის კონსოლიდაცია ამ მიმართულებით“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ. ცნობისთვის, 5 მარტს რუსეთის ფედერაციის სამხრეთ სამხედრო ოლქში და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე - ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში, სულ თორმეტ პოლიგონზე დაიწყო მასშტაბური სამხედრო საველე წვრთნები, რომელშიც მონაწილეობენ სხვადასხვა სამხედრო ნაწილები და შენაერთები, მათ შორის საჰაერო თავდაცვის დანაყოფები.
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
სირია 1975 წლის შემდეგ პირველად, მონაწილეობას მიიღებს G7-ის სამიტში მოწვეული ქვეყნის სტატუსით
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)