|
2015-03-06 12:34:24, 995 ნახვა
ეკონომიკა
ღარიბაშვილი: საქართველოში ნამდვილად არის სამართლიანი, გამჭვირვალე და უსაფრთხო საინვესტიციო გარემო
"საქართველოში ნამდვილად არის სამართლიანი, გამჭვირვალე, უსაფრთხო საინვესტიციო გარემო“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმში, თურქეთ-საქართველო-აზერბაიჯანის ბიზნეფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა პრემიერმა ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველო მზად არის თანამშრომლობისათვის, როგორც თურქეთთან, ისევე აზერბაიჯანთან. ამასთან, ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ქართული ეკონომიკის გასაძლიერებლად ყველაფერს აკეთებს. "საქართველოსთვის აზერბაიჯანი და თურქეთი ნამვილი მეგობრები და სტრატეგიული პარტნიორები არიან. ჩვენ მზად ვართ ურთიერთობების გაღრმავებისთვის. ეს ფორუმები კარგი ტრადიციია სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების გასაღრმავებლად. როგორც წესი, ასეთი ფორმატი ხელს უწყობს საკითხების უკვეთ და დროულად გადაწყვეტას, ასევე სამომავლო გეგმების დასახვას. იმედი მაქვს, რომ ჩვენი შეხვედრა იქნება ნაყოფიერი და არაერთ ახალ ინიციატივას ჩაეყრება დღეს საფუძველი. მინდა კიდევ ერთხელ, ხაზგასმით ავღნიშნო, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი მეზობლური ურთიერთობები, რითიც მე პირადად ვამაყობ. ჩვენთვის ძალიან საამაყოა, როცა ასეთი ძლიერი პარტნიორი მეზობლები გვყავს რეგიონში. ჩვენი მთავრობა მაქსიმალურად ზრუნავს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების, ბიზნესის ხელშეწყობისა და წახალისებისთვის. ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ, რომ კიდევ უფრო მიმზიდველი საინვესტიციო გარემო შევქმნათ. მე ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენს ქვეყნებს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი. მინდა კიდევ ერთხელ დაგარწმუნოთ, რომ საქართველოში, ნამდვილად არის სამართლიანი, გამჭვირვალე და უსაფრთხო საინვესტიციო გარემო. თქვენს მიერ ინვესტირებული თითოეული ცენტი, იქნება მაქსიმალურად დაცული კანონისა და სახელმწიფოს მიერ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)