|
2016-07-28 10:58:38, 1795 ნახვა
მსოფლიო
გერმანიის პოლიციამ ფსიქიატრიული კლინიკიდან გაქცეული მიგრანტი დააკავა
გერმანიის ქალაქ ბრემენში პოლიციამ 19 წლის ალჟირელ მიგრანტი დააკავა, რომელიც ფსიქიატრიული კლინიკიდან გაიქცა, - ამის შესახებ Reuters იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით ახალგაზრდა მამაკაცი თავის აფეთქებით იმუქრებოდა. ის ბრემენის რკინიგზის სადგურში დააკავეს. როგორც Reuters წერს, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ქალაქში სავაჭრო ცენტრიდან ხალხის ევაკუაცია განახორციელა. განგაშის მიზეზი თვითმხილველების შეტყობინება გახდა იმის შესახებ, რომ მათ სავაჭრო ცენტრში კლინიკიდან გაქცეული პაციენტი ნახეს. ცნობისთვის, სავაჭრო ცენტრი სამედიცინო დაწესებულებიდან 40 კილომეტრში მდებარეობს. ალჟირელი კვლავ საავადმყოფოში მოათავსეს, რადგან მან თავის დაზიანება სცადა. სამართალდამცველების ინფორმაციით, დაკავებული ახალგაზრდა ტერორისტული დაჯგუფების “ისლამური სახელმწიფოს” ქმედებებს უჭერდა მხარს, თუმცა მისი დაჯგუფებასთან კავშირი დადასტურებული არ არის.
უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების გამო, პუტინმა რუსეთში საზოგადოებრივი გადაადგილება სრულად შეაჩერა
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)