|
2016-07-27 20:47:28, 1120 ნახვა
სამართალი
პრეზიდენტის სიძემ პროკურატურა უკომენტაროდ დატოვა
პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის სიძემ, მინდია გოგოჭურმა, საქართველოს მთავარი პროკურატურის შენობა დატოვა. გოგოჭურის გამოკითხვა ოთხი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. იგი საგამოძიებო უწყებაში ადვოკატ სოსო ბარათაშვილთან ერთად იმყოფებოდა როგორც ბარათაშვილმა აღნიშნა, მინდია გოგოჭურის მიმართ ადგილი ჰქონდა კანონის უხეშ დარღვევას, რადგან მიდმინარე წლის 28 ივნისს მას სამართალდამცველების მიერ მიმოსვლის თავისუფლება ჰქონდა შეზღუდული. „ეს ყველაფერი უხეში დარღვევებით არის ჩატარებული. თავის მხრივ, ეს იძლევა ეჭვის საფუძველს, რომ ეს ყველაფერი გარკვეულ მიზანს ემსახურება. დამკავებელი პირებისთვის კარგად იყო ცნობილი მინდია გოგოჭურის პრეზიდენტთან ნათესაური კავშირის შესახებ . მათ ეს არც დაუმალავთ . იყო საკმაოდ აგდებული დამოკიდებულბა, როდესაც მან მოითხოვა ადვოკატი, თავი ევროპაში ხომ არ გგონიაო. როგორც მითხრეს, გამოძიება მიმდინარეობს უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე სამართალდამცავების მიერ“, - განაცხადა სოსო ბარათაშვილმა. მინდია გოგოჭურს გამოკითხვის შემდეგ კომენტარი არ გაუკეთებია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)