|
2016-07-27 15:51:29, 1217 ნახვა
კომენტარი
წულუკიანი: პაპუაშვილი არასამთავრობო ორაგანიზაციებთან შესახვედრად თუ იცლის, საგამოძიებო სამსახურსაც უნდა მიაწოდოს ინფორმაცია
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის საგამოძიებო ორგანიზაციაში მისვლის თემას ეხმაურება და აცხადებს, რომ პაპუაშვილმა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, თუ კი მას ასეთი რამ საერთოდ გააჩნია, შესაბამის ორგანოებს უნდა მიაწოდოს. „მე ვისურვებდი, რომ ისეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტის ხელმძღვანელი, როგორიც არის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, რომელიც ასეთ ხმაურიან განცხადებებს აკეთებს, მისთვის თავისუფალ დროს შესაბამის ორგანოებში მივიდეს. გიორგი პაპუაშვილი იცლის არასამთავრობო ორგანიზაციებთან შესახვედრად, პაპუაშვილმა პირველ რიგში მნიშვნელოვანი ინფორმაცია, თუ კი მას ასეთი ინფორმაცია საერთოდ გააჩნია, შესაბამის ორგანოებს მიაწოდოს. საგამოძიებო ორგანოების კარი მისთვის სასურველ დროს ღიაა“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას წულუკიანმა. ცნობისთვის, საკონსტიტუცი სასამართლოს თავმჯდომარე მის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით, დღეს პროკურატურაში 13:00 საათზე იყო დაბარებული. თუმცა, მანამდე პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ სანამ პრემიერ-მინისტრს არ შეხვდება, საგამოძიებო უწყებაში არ მივა. შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ გიორგი პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე მიზანმიმართული ზეწოლა მიმდინარეობს. აღნიშნულთან დაკავშირებით, მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება საკონსტიტუციო სასამართლოში სამართალწარმოების განხორციელებაზე ზეგავლენის მიზნით სასამართლოს საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უხეში ჩარევის, ასევე პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების და გამოყენების შესაძლო ფაქტებზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე მუხლის II ნაწილითა და 1571 მუხლის I ნაწილით.
უკრაინულმა დრონებმა სამარის რეგიონში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, ორი ადამიანი დაიღუპა
კობახიძემ აღიარა რომ მისი გუნდის წარმომადგენლები სიძულვილის ენას იყენებენ
კობახიძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებზე - სადაც შემოდის ჭარბად პოლიტიკური ელემენტი, რთულდება რაციონალური გადაწყვეტილებების მიღება
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)