|
2016-07-27 15:11:35, 1193 ნახვა
ეკონომიკა
კობა გვენეტაძე: დედოლარიზაციის პროცესი დღეს არ დაწყებულა
დედოლარიზაციის პროცესი დღეს არ დაწყებულა, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ეს პროცესი 2010 წელს დაიწყო და ფართოდ იყო განხილული. „დედოლარიზაციის პროცესი არ არის ახალი და დღეს არ დაწყებულა. 2010 წელს დაიწყო ეს პროცესი და ფართოდ იყო განხილული. თუ გადავხედავ წლიურ ანგარიშგებებს, იქაც ძალიან ფართოდ იყო განხილული ეს საკითხი. ასე რომ დედოლარიზაციას საუბარია ახალი არ არის. ამ პროცესზე ხშირად იყო ყურადღება გამახვილებული, ამაზე საუბრობდნენ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები. მინდა გითხრათ, რომ ამ პროცესთან დაკავშირებით არანაირად არ ხდება ხელოვნური ჩარევა და არც არანაირი შეზღუდვა არ არის დაგეგმილი. შეგახსენებთ, გაზეთ „რეზონანსთან“ იინტერვიუში ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა, რომ მოსახლეობა უნდა შეეჩვიოს დოლარის გარეშე ცხოვრებას და მისთვის პრიორიტეტი ქართული ვალუტა უნდა იყოს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)