|
2016-07-27 13:57:56, 1083 ნახვა
ეკონომიკა
ნოდარ ხადური რუმინეთის ფინანსთა სამინისტროს დელეგაციას შეხვდა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მოწვევით, რუმინეთის ფინანსთა სამინისტროს დელეგაციის ვიზიტი დაიწყო. უწყების ინფორმაციით, დელეგაციის წევრები დღეს ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურს შეხვდნენ. სახელმწიფო ვალის საკითხებში ექსპერტების დელეგაციას რუმინეთის ხაზინის და სახელმწიფო ვალის დირექტორატის გენერალური დირექტორი შტეფან ნანუ ხელმძღვანელობს. ფინანსთა მინისტრმა რუმინელ კოლეგებს მადლობა გადაუხადა გამოცდილების გაზიარებისა და ფინანსთა სამინისტროსთან მჭიდრო კომუნიკაციისთვის. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები. სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლებს კონსულტაციებს გაუწევენ სახელმწიფო ვალის და ლიკვიდობის მართვის საკითხებში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)