|
2016-07-26 17:17:43, 1182 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ გიორგი პაპუაშვილი ხვალ მოწმის სახით გამოსაკითხად დაიბარა
მთავარმა პროკურატურმა ხვალ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი მოწმის სახით გამოსაკითხად დაიბარა. როგორც „ექსპრესნიუსს“ მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, პაპუაშვილი პროკურატურაში ხვალ 13:00 საათზე დაიბარეს. ცნობისთვის, საქართველოს საკონტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილმა განაცხადა, რომ კონკრეტულ მოსამართლეებზე მიზანმიმართული ზეწოლა მიმდინარეობს. საქართველოს პროკურატურამ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებაზე მითითებულ ფაქტებზე გამოძიება დაიწყო. პრუკურატურმა გამოძიება ასევე დაიწყო პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც მისი ოჯახის წევრზე ზეწოლის მცდელობა იყო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)