|
2016-07-26 16:08:48, 658 ნახვა
საზოგადოება
პროექტის „წიგნი ყველა სოფელს“ ფარგლებში, სვანეთში 3 ათასი წიგნი გაიგზავნა
პროექტის „წიგნი ყველა სოფელს“ ფარგლებში, ეთნოგრაფიულ მუზეუმში წიგნების შეგროვების აქცია მოეწყო. შეგროვებული წიგნები ამჯერად სვანეთის ბიბლიოთეკებს გადაეცემა. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ აღნიშნა, მისივე თქმით, დღეს სვანეთში მოძრავი ბიბლიოთეკის დახმარებით 3000-მდე წიგნი გაიგზავნა. „წიგნი ყველა სოფელს“ ამ პროექტის წყალობით დღითიდღე იმატებს იმ ადამიანების რიცხვი, რომელთაც არ მიუწვდებოდათ წიგნზე ხელი და დღეს ეს სიტუაცია შეიცვალა. ალბათ ყველაზე გამორჩეული პროექტია, რომელიც საერთოდ გაკეთებულა და ძალიან მიხარია, რომ ჩვენ ძალიან პატარა წვლილი, „ვისოლ ჯგუფს“ შეაქვს ამ კეთილშობილურ საქმეში. დღეს ჩვენი მოძრავი ბიბლიოთეკა გაიგზავნა სვანეთში და თან წაიღო 3000-მდე წიგნი. 150 ბიბლიოთეკა არის უკვე ამ პროცესში ჩართული ბოლო სამი წლის განმავლობაში და მე რთულად გამახსენდება პროექტი, რომელიც აზრს არ კარგავს და პირიქით ძალას იკრებს უკვე მესამე წელია. ჩვენ ბუნებრივია გავაგრძელებთ ვიყოთ ჩართულები ამ ძალიან მნიშვნელოვან პროექტში და თითოეულ ადამიანს, რომელმაც თუნდაც ერთი წიგნი მოიტანა ჩვენს სავაჭრო ობიექტებში ბოლო სამი წლის განმავლობაში, გულთად მადლობას ვუხდით“, - განაცხადა სოსო ფხაკაძემ. „მოსიარულე ბიბლიოთეკის“ სვანეთში გასაცილებლად ეთნოგაფიულ მუზეუმში სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები გაიმართა. ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მიერ დაფინანსებული, სვანეთში არსებული სოციალური საწარმოს სვანური ტრადიციული ხელნაკეთი ნაივთების გამოფენა გაყიდვა მოეწყო. სტუმრების წინაშე სვანური მუსიკალური და საცეკვაო ნომრებით წარსდგნენ ფოლკლორული ანსამბლები. მუზეუმში მოსულმა სტუმრებმა ინკოგნიტო ადრესატებისთვის წერილები დაწერეს. ცნობისთვის, „წიგნი ყველა სოფელს“ -არასამთავრობო, სახელმწიფო, საქართველოს საპატრიარქოს, ბიზნეს სექტორის ერთიანი ძალისხმევით და ორგანიზაცია „სტუდენტური ერთიანობის“ ინიციატივით ხორციელდება. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, „ვისოლ ჯგუფის“, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის, „პალიტრა L“,-ის, „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ და ქველმოქმედი საზოგადოების მხარდაჭერით სოფლების სასკოლო თუ ცენტრალური ბიბლიოთეკები საჭირო წიგნებით მარაგდება. შესაბამისად, პროექტი რეგიონალური ცენტრებიდან მოშორებით მდებარე სოფლების მოსახლეობაში წიგნის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. პროექტის ფარგლებში წიგნების შეგროვების პროცესი მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს. სპეციალური ყუთები განთავსებულია „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებზე, სუპერმარკეტების ქსელ „სმარტის“, ამერიკული რესტორნების ქსელ „ვენდის“ და „დანქინ დონატსის“ რესტორნებში. ასევე, ყუთები განთავსებულია შემდეგ ტაძრებში: წმინდა სამების საკათედრო ტაძარი, ქაშვეთის წმინდა გიორგი სახელობის ტაძარი, დიდუბის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი, გლდანის ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი და ვარკეთილის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი. ღონისძიებას „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის ტარიელ ხეჩიკაშვილი და ცნობილი სვანი წარმოშობის სპორტსმენები დაესწრნენ. (R)
რუბიომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური მოლაპარაკებების არარსებობის შესახებ განაცხადა
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
აშშ-ის სამხედროებმა სამხრეთ ირანში დარტყმები განახორციელეს
მარკო რუბიო - ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით მდგრადი უსაფრთხოების, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ მათ სწრაფვაში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)