|
2016-07-26 13:39:13, 737 ნახვა
საზოგადოება
Silk TV კომპიუტერში, სმარტფონში და ტაბლეტზე!
კომპანია „სილქნეტმა“ სატელევიზიო ეთერის ანალოგი - Silk TV აპლიკაცია შექმნა. ტელე-არხების გააქტიურება მობილურ ტელეფონებში, პლანშეტებსა და პერსონალურ კომპიუტერებშია შესაძლებელი. საყვარელი გადაცემების, ფილმების, ახალი ამბების და სპორტული მატჩების თვალის მიდევნება გადახვევა-დაპაუზების რეჟიმით მიმდინარეობს. ჩვენება მაღალხარისხიანი, ნებისმიერ დროს და ადგილას აპლიკაციით სარგებლობა კომფორტულს ხდის ტელე-მაუწყებლობას. ანდროიდის ან სმარტფონის მოწყობილობებზე აპლიკაციების ჩამოტვირთვა შესაძლებელია როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, სრულიად უფასოდ შემდეგი ლინკებით: https://play.google.com/store/apps/details?id=com.qarva.ottplayer&hl=en; https://itunes.apple.com/US/app/id911759740 ასევე, ხელმისაწვდომია ვებ გვერდზე www.silktv.ge აპლიკაციის ჩამოტვირთვის გარეშე პერსონალური კომპუტერებისთვის. ინტერფეისის სიმარტივე, არხების მრავალფეროვნება, საკუთარი სპორტული თუ გასართობი კონტენტის არსებობა - ეს ის უპირატესობებია, რაც სილქნეტის აპლიკაციას განსაკუთრებულს და მომხმარებლებისათვის მიმზიდველს ხდის. მათ შესაძლებლობა აქვთ არხებით Silk Sport HD 1, Silk Sport HD 2, Silk Sport HD 3 თვალი ადევნონ სპორტულ მოვლენებს, ხოლო Silk კინო ჰოლივუდზე და Silk კინო კოლექციაზე - რეიტინგულ ფილმებს. მით უფრო, რომ ორივე არხზე ახალი ფილმებით განახლება მიმდინარეობს ყოველდღიურად. ასევე ანიმაციების მრავალფეროვნებით გამოირჩევა საბავშვო არხი Silk ქიდსი. ქართულად დუბლირებული მულტფილმები ყველაზე პატარა მაყურებელის ინტერესებზეა მორგებული. Silk TV აპლიკაციის მინიმალური პაკეტის ყოველთვიური ღირებულება „სილქნეტის“ მომხმარებლებისთვის 2 ლარია, ხოლო ნებისმიერი სხვა მსურველისთვის - 4 ლარი. დეტალური ინფორმაციისთვის მუშაობს 24საათიანი ცხელი ხაზი 2 100 100, სადაც ოპერატორების დახმარებით შესაძლებელია აპლიკაციაზე, სააბონენტო პაკეტებზე მეტი ინფორმაციის მიღება. სილქნეტის ინოვაციურმა აპლიკაციამ ტელემაუწყებლობა მაღალტექნოლოგიურ და ამავე დროს მოსახერხებელ სერვისად აქცია. მასზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება. აპლიკაციის გარდა, SilkTV -ის სერვისით სარგებლობა შესაძლებელია სტანდარტული გზით - თბილისსა და რეგიონებში ოპტიკურ და DSL ქსელში ჩართვით (სააბონენტო თვეში 9 ლარიდან), ხოლო სხვა ქსელის მომხმარებლებისათვის ხდება პროდუქტის „Silk ოპტიმას“ ინსტალაცია ( სააბონენტო თვეში 15 ლარი) არსებულ ინტერნეტ ქსელზე.
(NS)
რუბიომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური მოლაპარაკებების არარსებობის შესახებ განაცხადა
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
აშშ-ის სამხედროებმა სამხრეთ ირანში დარტყმები განახორციელეს
მარკო რუბიო - ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით მდგრადი უსაფრთხოების, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ მათ სწრაფვაში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)