|
2016-07-26 12:30:21, 746 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ინფორმატიკის ოლიმპიადაზე 3 მედალი მოიპოვა
22-25 ივლისის ჩათვლით, რუმინეთში, ცენტრალური ევროპის ინფორმატიკის ოლიმპიადა გაიმართა. ოლიმპიადაში წელს საქართველოდან ინფორმატიკის ეროვნული ნაკრებიც იღებდა მონაწილეობას. ოლიმპიადის ფინალში ცენტრალური ევროპის 12 უძლიერესი გუნდი შეირჩა. რთულ ბრძოლაში საქართველოს ნაკრებმა ერთ-ერთი საუკეთესო შედეგები აჩვენა და იგი 4 უძლიერეს ქვეყანას შორის მოხვდა. ოლიმპიადაზე ნაკრებმა 3 საპრიზო მედალი დაიმსახურა და სარეიტინგო სისტემაში საქართველო კიდევ ერთხელ დააწინაურა. ცენტრალური ევროპის წლევანდელ ოლიმპიადაზე მედლები მოიპოვეს: ვერცხლი - გიორგი სხირტლაძემ (დემირელის კოლეჯი), ბრინჯაო - გიორგი კლდიაშვილმა (დემირელის კოლეჯი,მზიური) და ასევე ბრინჯაო - ბაკურ ცუცხაშვილმა (ქუთაისის 41-ე ფიზ.-მათ. სკოლა). ნაკრებში სულ 4 წევრია და მათგან 3 დემირელის კოლეჯის, ერთი კი ქუთაისის 41-ე სკოლის მოსწავლეები არიან. გუნდის მეოთხე წევრი ნუგზარ ჩხაიძეა (დემირელის კოლეჯი), რომელმაც წელს ასევე წარმატებით იასპარეზზა ოლიმპიადაზე და მცირედი დააკლდა მედლის მოპოვებას. გუნდის ხელმძღვანელის გოჩა მანდარიას განცხადებით, ეს ნაკრებისთვის კიდევ ერთი დიდი წარმატება და აღიარებაა. ბიჭები კვლავ აგრძელებენ მეცადინეობას და მომავალი ასპარეზობისთვის ემზადებიან, რომელიც პირველი აგვისტოდან აიღებს სტარტს. აქტიური მეცადინების შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრები ყაზანში, ინფორმატიკის მსოფლიო ოლიმპიადაზე გაემგზავრება. გუნდის ოთხივე წევრი იმედოვნებს, რომ საუკეთესო შედეგებს აჩვენებს და მედლებით დაბრუნდება ქვეყანაში.
რუბიომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური მოლაპარაკებების არარსებობის შესახებ განაცხადა
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
აშშ-ის სამხედროებმა სამხრეთ ირანში დარტყმები განახორციელეს
მარკო რუბიო - ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით მდგრადი უსაფრთხოების, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ მათ სწრაფვაში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)