|
2016-07-26 12:22:21, 600 ნახვა
პოლიტიკა
ზეწოლა-მუქარის, ძალადობის და ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტები - ISFED-ის I შუალედური ანგარიში
“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ 2016 წლის 8 ოქტომბრის წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის პირველი შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. ორგანიზაციის დაკვირვებით, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა-მუქარის - 2, სამსახურიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების - 3, ძალადობის - 2, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის - 2, არაუფლებამოსილი პირის მიერ აგიტაციაში მონაწილეობის - 5 და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების 2 ფაქტი. ანგარიშში, ასევე, საუბარია რიგ მუნიციპალიტეტებში განხორციელებული საბიუჯეტო ცვლილებებისა და სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტების გააქტიურების ტენდენციაზე. „მართალია, საარჩევნო კოდექსით მსგავსი ცვლილებების განხორციელება მხოლოდ არჩევნების დღემდე 60 დღის განმავლობაში იკრძალება, თუმცა, ბიუჯეტის თანხების მობილიზება სოციალური პროექტების ირგვლივ აჩენს ეჭვს, რომ ზოგიერთ მუნიციპალიტეტში ინიცირებული ან გაზრდილი სოციალური პროექტები საარჩევნო კამპანიის დაწყებას უკავშირდება. „სამართლიანი არჩევნებისთვის“ საანგარიშო პერიოდში ბიუჯეტის ცვლილებისა და სოციალური პროექტების დაწყების 8 ფაქტი გახდა ცნობილი. ორგანიზაციის გრძელვადიანი დამკვირვებლები, 1-18 ივლისის პერიოდში, საარჩევნო სუბიექტების მიერ საქართველოს მასშტაბით გამართულ 52 შეხვედრას დაესწრნენ. ანგარიშში წარმოდგენილია საჯარო შეხვედრებზე პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო დაპირებები. 2016 წლის ივნისში ცვლილებები შევიდა „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“, თუმცა ფუნდამენტური საკანონმდებლო ცვლილებები, რაც საარჩევნო გარემოს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებდა, არ განხორციელებულა, მათ შორის საარჩევნო სისტემისა და პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობის გაზრდის კუთხით. „სამართლიანი არჩევნები“ მონიტორინგის ანგარიშის შედეგად გამოვლენილ პრობლემურ საკითხებთან დაკავშებით ადგილობრივ თვითმმართველობებს, საარჩევნო სუბიექტებსა და უწყებათაშორის კომისიას რეკომენდაციებით მიმართავს. „სამართლიანი არჩევნები“ წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგს საქართველოს ყველა საარჩევნო ოლქში 68 გრძელვადიანი დამკვირვებლის მეშვეობით ახორციელებს“, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)