|
2016-07-25 16:30:09, 687 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ პატარაძე ოლიმპიური თამაშების მონაწილეებს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ოლიმპიური თამაშების მონაწილეებს შეხვდა. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს. 2016 წლის 5 აგვისტოს სტარტს აიღებს რიოს 31-ე ოლიმპიური თამაშები, სადაც საქართველოდან სპორტსმენების უპრეცედენტო რაოდენობა იქნება წარმოდგენილი. 39 სპორტსმენი 13 სახეობაში იასპარეზებს, ამათგან 6 სპორტსმენი აჭარის რეგიონიდან. ოლიმპიადის წარმომადგენლები დღეს უკვე ქ.თბილიში მიემგზავრებიან. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მათ ოლიმპიადაზე წარმატებული ასპარეზობა და გამარჯვება უსურვა: ,,თქვენ ემსახურებით მშვიდობას, ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვასა და ქვეყნის პოპულარიზაციას. მინდა გისურვოთ წარმატებები და ოლიმპიადიდან კარგი შედეგებით დაბრუნება''. შეხვედრას ოლიმპიადაში მონაწილეების გარდა ესწრებოდა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი, აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსი მუხრან ვახტანგაძე, ასევე მშვილდოსნობის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი - თამაზ ფუტკარაძე, აჭარის ძალოსნობის ნაკრების მწვრთნელი - ბესარიონ ბასილია და აჭარის ჭიდაობის ნაკრების მწვრთნელები - ჯემალ კილაძე და ავთანდილ ბერიძე. საქართველოს სახელით აჭარის რეგიონიდან იასპარეზებენ: შმაგი ბოლქვაძე (ბ/რ ჭიდაობა), ხათუნა ნარიმანიძე (მშვილდოსნობა), იულია ლობჟანიძე (მშვილდოსნობა), ვარლამ ლიპარტელიანი (ძიუდო), ამირან პაპინაშვილი ( ძიუდო), ირაკლი თურმანიძე (ძალოსნობა) მაქსიმალურად დაიხარჯებიან ოლიმპიური მედლების მოსაპოვებლად.
რუბიომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური მოლაპარაკებების არარსებობის შესახებ განაცხადა
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
აშშ-ის სამხედროებმა სამხრეთ ირანში დარტყმები განახორციელეს
მარკო რუბიო - ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით მდგრადი უსაფრთხოების, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ მათ სწრაფვაში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)