|
2016-07-25 16:22:31, 1194 ნახვა
სამართალი
რა სახის ზეწოლა მოხდა პრეზიდენტის ოჯახის წევრზე - მარგველაშვილის განმარტება
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ოჯახის წევრზე მომხდარ ზეწოლის ფაქტზე საუბრობს. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მისი ოჯახის წევრის სახლში სამართალდამცველებმა ყოველგვარი სასამართლოს დადგენილების გარეშე ჩხრეკა ჩაატარეს, რაც ზეწოლის მცდელობაზე მიანიშნებდა. კითხვაზე, მიმართა თუ არა პრეზიდენტმა სამართალდამცავ ორგანოებს, გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ „საზოგადოება არ შეაწუხა“. "სააკაშვილის პერიოდი მაქვს გამოვლილი, ამიტომ ბუნებრივია ჩემთვის, ასეთი ტიპის ზეწოლა სასაცილოა. როდესაც ვნახე, რომ ეს ტენდენცია ღრმავდება, თუნდაც საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ, მე ეს თემა საჯაროდ გამოვიტანე. საუბარი მაქვს სამართალდამცავი სისტემისა და პოლიტიკოსების ერთობლივ მოქმედებებზე. ეს იყო ზეწოლა ჩემი ოჯახის წევრზე, რომელიც გააჩერეს ქუჩაში, შემდეგ კი, მის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს. ეს ყოველგვარი სასამართლოს დადგენილების გარეშე მოხდა, იმის იმედით, რომ ამას რაიმე მოყვებოდა. ბუნებრივია ყველაფერი სუფთად იყო და არანაირი სამართალდარღვევა არ ყოფილა. იყო გარკვეული მინიშნებები, რომ ეს არის სწორედ ამ პიროვნებაზე ზეწოლის მცდელობა", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)