|
2016-07-25 13:42:46, 690 ნახვა
საზოგადოება
თეა წულუკიანმა ტყვიავის საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა დაათვალიერა
იუსტიციის სამინისტრო საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობას განაგრძობს. როგორც “ექსპრესნიუსს“ იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი 25 ივლისს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავის მშენებარე საზოგადოებრივ ცენტრს ესტუმრა და პროცესის მიმდინარეობა ადგილზე დაათვალიერა. უწყების ინფორმაციით, საოკუპაციო ზოლის მახლობლად საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ინიციატივით დაიწყო. მეჯვრისხევში, ორსანტიასა და რუხში უკვე მოქმედებს საზოგადოებრივი ცენტრები. თეა წულუკიანის განცხადებით, მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, სახელმწიფო სერვისები შეუფერხებლად მიეწოდებოდეთ კონფლიქტით დაზარალებულ მოქალაქეებს. რიგით მეოთხე საზოგადოებრივი ცენტრი საოკუპაციო ხაზთან უახლოეს მომავალში გაიხსნება. საზოგადოებრივი ცენტრების მიზანი იმ სოფლების სახელმწიფო და კერძო სერვისებით უზრუნველყოფაა, რომლებიც საგრძნობლადაა დაშორებული რაიონული ცენტრებიდან. პროექტის მთავარი იდეა სახელმწიფო სერვისების მოქალაქემდე მიტანა და ქართული სოფლის გაძლიერებაა. საზოგადოებრივი ცენტრები შენდება, ძირითადად, რაიონული ცენტრებიდან დაშორებულ სოფლებში; მრავალრიცხოვან, მჭიდროდ დასახლებულ სოფლებსა და საზღვრისპირა რეგიონებში. 200-ზე მეტი მომსახურების მიღება სოფლიდან გაუსვლელად უკვე შეუძლია საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 35 სოფლის მოსახლეობას. 2016 წელს გაიხსნა რვა საზოგადოებრივი ცენტრი, ათამდე ცენტრის მშენებლობა კი ამჟამად მიმდინარეობს. სოფელ ტყვიავშისაზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობას ტენდერით შერჩეული კომპანია შპს „ორნამენტი“ აწარმოებს. საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობისა და მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვისთვის470 407 ლარია გამოყოფილი. საზოგადოებრივი ცენტრების ინფრასტრუქტურის შექმნასა და პროგრამულ უზრუნველყოფას იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო“ უზრუნველყოფს. პროექტში ევროკავშირი და ადგილობრივი თვითმმართველობები არიან ჩართულნი. (NS)
რუბიომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური მოლაპარაკებების არარსებობის შესახებ განაცხადა
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
აშშ-ის სამხედროებმა სამხრეთ ირანში დარტყმები განახორციელეს
მარკო რუბიო - ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით მდგრადი უსაფრთხოების, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ მათ სწრაფვაში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)