|
2015-03-05 17:56:57, 685 ნახვა
საზოგადოება
ახალგაზრდულ სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეთა განაცხადების მიღება ხვალ დასრულდება
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის მიერ ახალგაზრდა მეცნიერთათვის (40 წლამდე ასაკის, სწავლების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურები) გამოცხადებულ სამეცნიერო კონფერენციაზე - ,,საქართველოს ეკლესია ΧΧ საუკუნის პირველ ნახევარში“ - განაცხადების მიღების ვადა 6 მარტს იწურება. კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა თემის სათაური და ანოტაცია უნდა გამოგზავნონ ეროვნული არქივის სამეცნიერო განყოფილებაში ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართებზე: kasatiani@archives.gov.ge; nbadashvili@archives.gov.ge. სამი საუკეთესო მოხსენების ავტორი დაჯილდოვდება ეროვნული არქივის მიერ საგანგებოდ დაწესებული პრემიით - 300 ლარით. კონფერენციის მიზანია საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის თარიღის ჯეროვანი აღნიშვნა, ახალგაზრდების სამეცნიერო საქმიანობის ერთგვარი წახალისება, მათთვის სამეცნიერო თუ საგანმანათლებლო სივრცეში არსებული სიახლეების, ასევე, ეროვნული არქივის სამეცნიერო პოტენციალის გაზიარება და აქ დაცული მდიდარი მასალის პოპულარიზაცია. სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება 24-25 მარტს. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ მულზე: http://archives.gov.ge/ge/Youth_Conference.
„თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
განსაკუთრებული შესაძლებლობა მხოლოდ თიბისის მომხმარებლებისთვის
ბაზისბანკი წარმოგიდგენთ ფინანსური განათლების ეროვნულ ჯილდოს - მასწავლებელთა განაცხადების მიღება დაიწყო
პაპუაშვილი ფიშერზე: აუხსნას ვინმემ, რომ არ ვაპირებთ უკრაინა-მოლდოვის EU-ის გზას დავადგეთ
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)