|
2016-07-24 09:45:22, 1226 ნახვა
სამართალი
შსს-მ ნარკოტიკული საშუალების უკანონო-შენახვა გადაზიდვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული ელზა მ., ნარკოტიკული საშუალების უკანონო შენახვა-გადაზიდვის ბრალდებით, საკუთარი ავტომანქანით რუსთავიდან ხაშურის მიმართულებით გადაადგილებისას, გომში დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ, დაკავებულის ხელჩანთის ჩხრეკისას, 14 ამპულა ნარკოტიკული საშუალება „მორფინი“ ამოიღო. მათივე ცნობით, ნარკოლოგიური შემოწმებით, დაკავებულს ოპიუმის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)