|
2015-03-05 17:36:01, 558 ნახვა
საზოგადოება
ერთა ლიგაში საქართველოს პირველი წარმომადგენლის არქივი საქართველოში ჩამოიტანეს
„ერთა ლიგაში“ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი წარმომადგენლის, ხარიტონ შავიშვილის ციფრული არქივის პრეზენტაცია 6 მარტს, 15:00 საათზე ეროვნული არქივის კინოდარბაზში გაიმართება. პრეზენტაციას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გახსნის. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა ჟენევაში გაეროს განყოფილების ბიბლიოთეკაში დაცული ხარიტონ შავიშვილის არქივის დიგიტალიზაციის პროცესი მიმდინარე წლის თებერვალში დაასრულა. ხარიტონ შავიშვილის არქივის ასლის საქართველოში ჩამოტანაზე მუშაობა დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა. იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გასულ წელს ჟენევის ბიბლიოთეკაში იმყოფებოდა და ეროვნული არქივისათვის დოკუმენტების დასკანერების უფლების მოსაპოვებლად მოლაპარაკებები პირადად გამართა. მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა, რომ ეროვნული არქივის სპეციალისტები ჟენევაში ჩავიდოდნენ და საკუთარი აპარატურით, მათთვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილას საქართველოსთვის დიდი მნიშვნელობის მქონე ამ საარქივო მასალების დიგიტალიზაციას გააკეთებდნენ. ჟენევის ოფისის ბილიოთეკისა და ჟენევის საქალაქო არქივის საარქივო მასალების შესაბამისი წესით დამუშავება, კატალოგიზაცია და ერთიანი მასალის აღწერილობის გამოცემა 2015 წლის ბოლომდეა იგეგმება. არქივის აღწერის ინგლისური ვერსია გაეროს განყოფილების ბიბლიოთეკასაც გადაეცემა, რაც მკვლევარებისათვის მასალის შესწავლას გააიოლებს. არქივში თავმოყრილია: „ერთა ლიგაში“ საქართველოს წარმომადგენლობის მუშაობის ამსახველი დოკუმენტები; მიმოწერა ევროპულ ორგანიზაციებსა და ევროპელ პოლიტიკოსებთან საქართველოში არსებული პრობლემატიკის შესახებ; ქართველ ემიგრანტებთან ურთიერთობის, ასევე „საქართველოს საზღვარგარეთული პრესის ბიუროსა“ და „საქართველოს დამხმარე საერთაშორისო კომიტეტის“ საქმიანობის ამსახველი მასალა. გარდა ამისა, ხარიტონ შავიშვილის არქივში ინახება მისი მემუარები და პირადი ბიბლიოთეკა. ხარიტონ შავიშვილის არქივის დიგიტალური ასლების საქართველოში ჩამოტანა, მისი აღწერა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ქართველი მამულიშვილის სამშობლოსათვის ბრძოლის 55-წლიანი ისტორიის სათანადოდ შენახვისა და შესწავლის საწინდარი იქნება.
„თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
განსაკუთრებული შესაძლებლობა მხოლოდ თიბისის მომხმარებლებისთვის
ბაზისბანკი წარმოგიდგენთ ფინანსური განათლების ეროვნულ ჯილდოს - მასწავლებელთა განაცხადების მიღება დაიწყო
პაპუაშვილი ფიშერზე: აუხსნას ვინმემ, რომ არ ვაპირებთ უკრაინა-მოლდოვის EU-ის გზას დავადგეთ
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)