|
2016-07-22 21:39:41, 1157 ნახვა
საზოგადოება
„ბათუმი ცენტრალში“ ორსართულიანი ელექტრო მატარებლის პრეზენტაცია გაიმართა
,,ბათუმი ცენტრალში“ შვეიცარული კომპანია Stadler Bussnang AG-ის, ულტრათანამედროვე, ორსართულიანი, ელექტრო მატარებლის პრეზენტაცია გაიმართა. ახალი მატარებელი ბათუმის სადგურში საზეიმოდ შემოვიდა. მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ ორსართულიანი მატარებლის ინტერიერი. პრეზენტაციას დაესწრნენ და სს „საქართველოს რკინიგზის“ მორიგი წარმატებული პროექტის შესახებ ისაუბრეს ოფიციალურმა პირებმა. მათ შორის იყვნენ: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარიძე, კომპანია Stadler Altenrhein AG-ის გენერალური დირექტორი და აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი მარკუს საუერბრახი, ს/ს ,,საქართველოს რკინიგზის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კონსტანტინე გუნცაძე, ს/ს ,,საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე და სხვა ოფიციალური პირები. ორსართულიანი, ევროპული სტანდარტის Stadler Kiss ოთხი ახალი მოდელის ელექტრომატარებელი ს/ს ,,საქართველოს რკინიგზამ“ კომპანია Stadler Bussnang AG-გან შეიძინა. აღნიშნული ელექტრომატერებლები თბილისიდან შავი ზღვის სანაპიროსაკენ მიმავალ მგზავრებს შემდეგი კვირიდან მოემსახურებიან. ახალი მატარებლები ევროპის ყველაზე მაღალი სტანდარტების მოთხოვნებს აკმაყოფილებენ. მათი ტექნიკური მონაცემები სრულად შეესაბამება საქართველოს რკინიგზის მოთხოვნებს. ქართულ რეალობაში ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც მატარებლები სრულად იქნებიან მორგებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საჭიროებებზე. ელექტრომატარებელი თბილისიდან შავი ზღვის მიმართულებით გაჩერების გარეშე იმოძრავებს და მხოლოდ ზღვისპირა კურორტების სადგურებში - ურეკში, ქობულეთსა და ბათუმში გაჩერდება. მატარებლით მგზავრობის საფასური შავი ზღვის კურორტების მიმართულებით დარჩება იგივე. საქართველოს რკინიგზა, გემსახურებით 1872 წლიდან.
მარკო რუბიო - ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით მდგრადი უსაფრთხოების, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ მათ სწრაფვაში
ხორვატია, ბულგარეთი და სერბეთი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
ჩინეთის პრემიერი ლი ციანი - ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა კარგად ვითარდება
ერდოღანი - ვულოცავთ ქართველ ხალხს, მეზობელი და მეგობარი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)