|
2016-07-22 21:23:20, 850 ნახვა
საზოგადოება
დემირელის სახელობის კოლეჯი და მისი პარტნიორი სკოლები საერთო განცხადებას ავრცელებენ
დემირელის სახელობის კოლეჯი და მისი პარტნიორი სკოლები საერთო განცხადებას ავრცელებენ. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, რუსთავის „შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმი“, მარნეულის „დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა“, ქუთაისის „ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმი“, თბილისის „ნიკოლოზ წერეთლის სახელობის საერთაშორისო სკოლა“, თბილისი სკოლა-ლიცეუმი ,,სხივი" და ბათუმის რ. შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმი „მეგობრობა“ კიდევ ერთხელ ემიჯნებიან ნებისმიერი ტიპის პოლიტიკურ აქტივობას და მოითხოვენ დაცული იყოს მათი მოსწავლეებისა და პედაგოგების უფლებები. "საქართველოში მოქმედი სკოლები: რუსთავის „შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმი“, მარნეულის „დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა“, ქუთაისის „ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმი“, თბილისის „ნიკოლოზ წერეთლის სახელობის საერთაშორისო სკოლა“, თბილისი სკოლა-ლიცეუმი ,,სხივი" და ბათუმის რ. შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმი „მეგობრობა“ ვეხმაურებით გასულ დღეებში მედია საშუალებებით რამოდენიმე პოლიტიკოსის მიერ გაკეთებულ აბსურდულ ბრალდებას და ვგმობთ ნებისმიერი ტიპის იმიჯისა და რეპუტაციის შემლახველ განცხადებებს. ზემოთ ჩამოთვლილი სასწავლო დაწესებულებები ცალსახად ვემიჯნებით ნებისმიერ პოლიტიკურ, კანონსაწინააღმდეგო და არასახელმწიფოებრივ საქმიანობას. ასევე ვგმობთ ნებისმიერ მცდელობას გარე და შიდა პოლიტიკურმა ძალებმა გამოიყენონ ჩვენი სკოლები, როგორც პოლიტიკური იარაღი. ჩვენთვის მიუღებელია ჩვენი მოსწავლეებისა და პედაგოგობის სახელის ხსენება ისეთ კონტექსტში როგორიცაა „ტერორიზმი“ და „ექსტრემიზმი“. ჩვენს სკოლებში საგანმანათლებლო პროცესი ღია და გამჭვირვალეა. სწავლება მიმდინარეობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული სასწავლო პროგრამის მიხედვით და სკოლების ფუნქციონირება რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით. სკოლების მთავარი მიზანი განათლებული, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, ჯანსაღი და თავისუფალი მოქალაქეების აღზრდაა. შორს ვართ ნებისმიერი არასახელმწიფოებრივი ქმედებისგან და ერთგული შრომით ვემსახურებით ღირსეული მოქალაქეების აღზრდას. ორი ათეული წლის განმავლობაში ჩვენს საგანმანათლებლო სივრცეში გაიზარდნენ საამაყო ქართველები, რომლებიც წარმატებით მოღვაწეობენ, როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოს სხვადასახვა ქვეყანაში: ზაზა ფაჩულია, ზვიად მეტრეველი (აშშ), გიორგი კოჭლამაზაშვილი (იაპონია), ირაკლი მარღანია (აშშ), დემეტრე გვარამია (აშშ), გ. კაპანაძე (გერმანია) და სხვა მრავალი. ამ წლების განმავლობაში ჩვენმა კურსდამთავრებულებმა დიდი როლი შეასრულეს ქვეყნის აღმშენებლობაში და დემოკრატიული ფასეულობების დაცვაში. თითოეული მოსწავლე ჩვენი სიამაყეა! ჩვენ ვამაყობთ ჩვენი წვლილით ქვეყნის აღმშენებლობაში! სკოლები: რუსთავის „შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმი“, მარნეულის „დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა“, ქუთაისის „ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმი“, თბილისის „ნიკოლოზ წერეთლის სახელობის საერთაშორისო სკოლა“, თბილისი სკოლა-ლიცეუმი ,,სხივი" და ბათუმის რ. შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმი „მეგობრობა“ კიდევ ერთხელ ვემიჯნებით ნებისმიერი ტიპის პოლიტიკურ აქტივობას და მოვითხოვთ დაცული იყოს ჩვენი მოსწავლეებისა და პედაგოგების უფლებები. ვირუსული ბრალდებების ფონზე ვიყენებთ ჩვენს იურიდიულ უფლებას შესაბამისი რეაგირება მოვახდინოთ გაჟღერებულ ცილისწამებაზე", - ნათქვამია განცხადებაში.
მარკო რუბიო - ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით მდგრადი უსაფრთხოების, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ მათ სწრაფვაში
ხორვატია, ბულგარეთი და სერბეთი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
ჩინეთის პრემიერი ლი ციანი - ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა კარგად ვითარდება
ერდოღანი - ვულოცავთ ქართველ ხალხს, მეზობელი და მეგობარი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)