09:56 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-05 16:50:27, 767 ნახვა

სამართალი
გომელაური: 21 მარტის აქციაზე არეულობას არ ველოდებით, არც ვურჩევდი ვინმეს, რომ არეულობა დაგეგმოს

„არეულობას არ ველოდებით, არც ვურჩევდი ვინმეს, რომ არეულობა დაგეგმოს, ამას ფიზიკურად არ დავუშვებ“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს, 21 მარტს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განუცხადა.

გომელაურის თქმით, 21 მარტის აქციაზე უსაფრთხოების ზომები დაცული იქნება.

„უსაფრთხოების ზომები როგორც ყოველთვის რა თქმა უნდა დაცული იქნება, ეს „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია იქნება თუ სხვისი. არეულობას ჩვენ არ ველოდებით, არც ვურჩევდი ვინმეს, რომ არეულობა დაგეგმოს, ამას ფიზიკურად არ დავუშვებ. დაცული იქნება ყველანაირად როგორც აქამდე ხდებოდა, უსაფრთხოების ზომები, როგორც აქამდე წინა აქციის დროს მოხდა. მაშინ აანონსებდნენ, რომ რაღაც მოხდებოდა, თუმცა არაფერი არ მომხდარა. თუ იქნებიან წყნარად აქცია წყნარად ჩატარდება, თუ წყნარად არ იქნებიან, პოლიცია კანონის ფარგლებში მიიღებს შესაბამის ზომებს“, - განაცახდა გომელაურმა.

შეგახსენებთ, რომ 21 მარტს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ რუსთაველის გამზირზე, მთავრობის გადადგომის მოთხოვნით აქციას გამართავს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინულმა დრონებმა სამარის რეგიონში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, ორი ადამიანი დაიღუპა
კობახიძემ აღიარა რომ მისი გუნდის წარმომადგენლები სიძულვილის ენას იყენებენ
კობახიძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებზე - სადაც შემოდის ჭარბად პოლიტიკური ელემენტი, რთულდება რაციონალური გადაწყვეტილებების მიღება
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics