|
2016-07-22 11:55:58, 1107 ნახვა
ეკონომიკა
პეტრე ცისკარიშვილი: ხელოვნური ბრძოლა დოლართან, ჩვენი ეკონომიკისთვის დამაზიანებელია
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, მთავრობის მხრიდან დედოლარიზაციაზე საუბარი საქართველოს ეკონომიკისთვის დამაზიანებელია. როგორც ცისკარიშვილმა აღნიშნა, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ქვეყანაში კრედიტები ხელმისაწვდომი არაა, დედოლარიზაციის მავნებლური პოლიტიკაა. „ბოლო დღეებია ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში დედოლარიზაციაზე საუბრობენ. თავისუფალი ბაზრის პრინციპის განუყოფელი პრინციპის დაცვის ნაცვლად, ეს ადამიანები დოლარს და საქართველოში განხორციელებულ იმპორტულ ნაკადებს ებრძვიან, რაც თავის მხრივ აზიანებს ჩვენს ქვეყანაში კაპიტალის შემოდინებას, ინვესტიციების შემოსვლასა და შესაბამისად სამუშაო ადგილების შექმნას. ხელოვნური ბრძოლა დოლართან, ჩვენი ეკონომიკისთვის დამაზიანებელია. გარდა ამისა, ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში კრედიტები ხელმისაწვდომი არაა, სავალუტო ბაზარზე ხელოვნური ჩარევა და სწორედ ხსენებული დედოლარიზაციის მავნებლური პოლიტიკაა. აქ მნიშვნელოვანია ისიც, რომ როცა ეს ადამიანები მოგვიწოდებენ დოლარები ლარში გადავიტანოთ, თავად მათ, მაგალითად - კალაძეს, ქუმსიშვილს და გვენეტაძეს, ანაბრები და მიმდინარე ანგარიშენი (დეკლარაციის თანახმად) დოლარებში აქვთ”, - განაცხადა ცისკარიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)