|
2016-07-21 20:14:07, 568 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი პაპუაშვილი მზად არის საქართველოს მთავარ პროკურორს შეხვდეს
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი მზად არის შეხვდეს საქართველოს მთავარ პროკურორს, - ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებაში. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, პაპუაშვილს აქვს სურვილი ბრიფინგზე გახმაურებული ფაქტების შესახებ პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს პირადად გაესაუბროს და ინფორმაცია მიაწოდოს. "დღეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ სასამართლოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა სასამართლოსა და ზოგიერთ მოსამართლეზე განხორციელებული ზეწოლის მცდელობასთან დაკავშირებით. ასევე გამოთქვა მზადყოფნა, შეხვედროდა ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებს, რათა გაეცნო მათთვის დეტალები. აღნიშნული განცხადების შემდეგ შედგა სატელეფონო საუბარი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესა და საქართველოს პრეზიდენტს შორის, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ინიციატივით - პრემიერ-მინისტრთან. სატელეფონო საუბრის დროს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საჭიროდ მიიჩნევს მის მიერ ბრიფინგზე გახმაურებული ფაქტების შესახებ ინფორმაცია პირადად გააცნოს საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რამდენადაც ეს ინფორმაცია უკავშირდება ისეთ ფუნდამენტურ საკითხს, როგორიცაა საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობა და ამასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან სამართლებრივ და პოლიტიკურ საკითხებს. აღნიშნული შეხვედრების შემდგომ სასამართლოს თავმჯდომარე გამოთქვამს მზადყოფნას შეხვდეს საქართველოს მთავარ პროკურორს", - აღნიშნულია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე მიზანმიმართული ზეწოლა მიმდინარეობს.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)