04:51 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-21 19:10:34, 1194 ნახვა

ეკონომიკა
მსოფლიოში უმსხვილესი ფოლადის მწარმოებელი კომპანია საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით დაინტერესდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია ფოლადის მწარმოებელი კორეული კომპანიის POSCO პირველ ვიცე-პრეზიდენტს ჯინ-სიკ ჩოის შეხვდა. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" საგარეო უწყებიდან აცნობეს.

POSCO წარმოადგენს კორეის რესპუბლიკის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ კომპანიას და მსოფლიოში ფოლადის უმსხვილესი მწარმოებლების ხუთეულში შედის. აღნიშნული კომპანია საქართველოში ულტრა-თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი  მეტალურგიული ქარხნის მშენებლობაში 500 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელებით არის დაინტერესებული. 

შეხვედრაზე კორეული კომპანიის წარმომადგენლებმა ქართულ მხარეს გაუზიარეს ინფორმაცია პროექტის წინამოსამზადებელი პროცესის მიმდინარეობის დეტალებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.

შეხვედრაზე აღინიშნა მსგავსი ცნობილი კომპანიის მხრიდან ინვესტიციების განხორციელების მნიშვნელობა, რომელიც ასევე მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოში ფოლადის მწარმოებელი ინდუსტრიის განვითარებას. 

მინისტრის მოადგილე მიესალმა კორეული მხარის დაინტერესებას და პროექტის განხორციელებაში მხარდაჭერა აღუთქვა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია რეჟიმს - შეწყდეს რეპრესიები, სოლიდარობა დამოუკიდებელ მედიას
დიუშენით დაავადებული ბავშვების დასახმარებელ მარათონში კომპანიები ჩაერთნენ
რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-ს, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა
რუსეთში იპოთეკური სესხები 50%-ზე მეტით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics