09:01 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-21 11:30:24, 724 ნახვა

საზოგადოება
№143 -ე საბავშვო ბაღს აღდგენითი სამუშაოები უტარდება

ნაძალადევის რაიონში, ხორნაბუჯის ქუჩის №21-ში მდებარე №143 საბავშვო ბაგა-ბაღის აღსაზრდელები ახალ სასწავლო-სააღმზრდელო წელს ბაღის განახლებულ შენობაში შეხვდებიან.

თბილისის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული ბაღის ავარიული ფლიგელის გამაგრება-აღდგენა-რეკონსტრუქცია უკვე დაწყებულია.

მათივე ცნობით, სამუშაოები ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა თემურ თორდინავამ და საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა დაათვალიერეს.

სამუშაოების დასრულების შემდეგ 7-ჯგუფიან ბაღს კიდევ 3 ჯგუფი დაემატება.

გარდა ავარიული ფლიგელის გამაგრების სამუშაოებისა, დაგეგმილია შიდა სივრცის მოწყობა, ასევე, მთელი ბაღის შენობის გარე ფასადის გარემონტება.

№143 ბაღის გამაგრება-აღდგენა-რეკონსტრუქციის სამუშაოების ღირებულება 164 000 ლარს შეადგენს.

აღდგენითი სამუშაოები თბილისის კიდევ ერთ - №196 საბავშვო ბაგა-ბაღში მიმდინარეობს.

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობიდან 33 წელი გავიდა
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics