|
2016-07-21 11:14:13, 1221 ნახვა
ეკონომიკა
რუსეთის დუმა მთავრობას რეკომენდაციით მიმართავს, საქართველოდან ღვინისა და „ბორჯომის“ იმპორტი აკრძალოს
რუსეთის სათათბირო დუმის საერთაშორისო კომიტეტი მთვარობას რეკომენდაციით მიმართავს, საქართველოდან ღვინისა და მინერალური წყლის "ბორჯომის" იმპორტი აკრძალოს, - ამის შესახებ ინფორამაციას LENTA.RU ავრცელებს. მედია საშუალების ინფორმაციით, დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტი ამზადებს განცხადებას, რომლითაც საქართველოს და კიდევ 5 ქვეყნის გადაწყვეტილებას დაგმობს, ყირიმისა და სევასტოპოლის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივების შესახებ ევროკავშირის გადაწყვეტილებას შეუერთდნენ. კომიტეტის წევრის იან ზელენსკის განცხადებით, კომიტეტი რუსეთის მთავრობას მიმართავს რეკომენდაციით, ანალოგიური ზომები მიიღოს. "ვალდებული ვართ რეაგირება მოვახდინოთ. ჩვენ არ გვჭირდება მათი ღვინო და მინერალური წყალი. ჩვენი წყაროც საკმარისია. გვჭირდება ყირიმის განვითარება - ტურიზმი, კარგი ღვინო ქიმიური დანამატების გარეშე, ქართული ღვინისგან განსხვავებით", - განაცხადა ზელენსკიმ. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ამ ქვეყნებმა "სისულელე" ჩაიდინეს, რადგან საპასუხო რუსული ზომებისგან გაცილებით უფრო მეტად დაზარალდებიან. ცნობისთვის, საქართველო ევროკავშირის გადაწყვეტილებას შეუერთდება, ყირიმისა და სევასტოპოლის წინააღმდეგ 2017 წლის 23 ივნისიდან სანქციები გაახანგრძლივოს. ამასთან, საქართველოს გარდა, ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას მონტენეგრო, ალბანეთი, ლიხტენშტეინი, ნორვეგია და უკრაინა შეუერთდნენ. ევროკავშირის საბჭომ ყირიმისა და სევასტოპოლის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივება 17 ივნისს გადაწყვიტა. სანქციები ყირიმსა და სევასტოპოლის წინააღმდეგ პირველად 2014 წლის ივნისში დაწესდა. შეგახსენებთ, რომ 2006-2007 წელს რუსეთმა საქართველოდან ღვინისა და მინერალური წყლების იმპორტი აკრძალა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)